მარტივი რჩევები, თუ როგორ გაიყუჩოთ კბილის ტკივილი სახლის პირობებში!

მარტივი რჩევები, თუ როგორ გაიყუჩოთ კბილის ტკივილი სახლის პირობებში!
რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე გამუდმებული, შემაწუხებელი კბილის ტკივილი? კბილის ტკივილმა შეიძლება მოულოდნელად გააფუჭოს ყველაზე კარგი დღეც და განწყობაც. ყბის ის ადგილი სადაც დაზიანებული კბილია, ასევე შესაძლოა იყოს მტკივნეული და შეხებისადმი მგრძნობიარე. ასევე შესაძლებელია ყრუ ტკივილი წარმოშობილი იყოს პერიოდონტალური დაავადების შედეგად. პერიოდონტალური დაავადება არის ბაქტერიული ინფექციით წარმოშობილი დაავადება, რომელიც მოქმედებს კბილის რბილ და მაგარ სტრუქტურებზე და აზიანებს მათ. თუ ექიმთან ვიზიტის სახსრები არ გაგაჩნიათ FPAPAPRAZZI - ის რედაქცია რამდენიმე მარტივ რჩევას მოგცემთ, თუ როგორ გაიყუჩოთ კბილის ტკივილი სახლის პირობებში:

კბილის ტკივილის დროს:
  • თუ კბილი აგტკივდათ, ყურში ჩაიდეთ მრავალძარღვას ფოთოლი. ნახევარ საათში კბილის ტკივილი გაგიყუჩდებათ.

  • ავიცენა გვირჩევდა მრავალძარღვას ღეროს ღეჭვას, ან მისი ნახარშის გამოვლებას პირის ღრუში კბილის ტკივილის დროს. მისი წვენის ყურში ჩაწვეთება კი აყუჩებს ყურის ტკივილის.

  • ზოგი გვირჩევს, კბილის ტკივილის დროს პირში ჩავიდოთ უმი ჭარხლის ნაჭერი.

  • აიღეთ ღორის ქონის გაუმდნარი ნაჭერი, სასურველია - ნაკლებად მარილიანი. დაიდეთ მტკივნეულ ადგილას ღრძილსა და ლოყას შორის შორის და 15 - 20 წუთში კბილის ტკივილი გაგივლით.

  • კბილის ტკივილის დროს მიხაკი დაღეჭეთ და დაიდეთ მტკივან კბილზე.

  • თუ მარცხენა მხარეს გტკივათ კბილი, მარჯვენა მაჯაზე დაიყარეთ მარილი, დაადეთ ზედ ნივრის კბილი და შეიხვიეთ. ეს უცნაური ხერხი კბილის ტკივილს აყუჩებს.

სტატიის ავტორი: მერი კაიკაციშვილი
სტატიის წყარო:მკურნალობა ოჯახურ პირობებში და ექიმის რჩევები