ამ მეთოდით თითოეული ქალბატონი გაოცებულია. ნებისმიერი სახის ლაქა უკვალოდ გაქრება!

ამ მეთოდით თითოეული ქალბატონი გაოცებულია. ნებისმიერი სახის ლაქა უკვალოდ გაქრება!
თითოეულმა დიასახლისმა კარგად იცის, თუ რამდენად რთულია ტანსაცმლიდან ცხიმის ლაქების მოშორება. ხშირ შემთხვევაში ჩვენ საყვარელი მაისურის გადაგდებაც კი გვიწევს, რადგან მასზე არსებულ რთულ ლაქას ვერაფრით ვუმკლავდებით. წარსულში თქვენ ამ მარტივი ხრიკებისა და მეთოდების შესახებ რომ გცოდნოდათ, რომელთაც დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, რთულ ლაქებს არასდროს შეუშინდებოდით.

როგორ ამოვიყვანოთ ლაქები ტანსაცმლიდან
  1. ჭურჭლის სარეცხი სითხე
    ნაყინის ჭამის დროს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხებათ, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ტანსაცმელს საკმაოდ რთული ლაქები გაუჩნდება. სანერვიულო არაფერია, რადგან მსგავს ლაქებს მარტივად გაუმკლავდებით ჭურჭლის სარეცხი სითხის დახმარებით. უბრალოდ ჩაალბეთ ტანსაცმელი ცივ წყალში 10 წუთით, ჩაამატეთ მასში ჭურჭლის სარეცხი სითხე და გააჩერეთ დაახლოებით 1 საათით. ამის შემდეგ გარეცხეთ ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში და ლაქებისგან კვალიც კი აღარ დარჩება.

  2. ნიშადურის სპირტი
    ცხიმის რთულ ლაქებს ტანსაცმელზე მარტივად გაუმკლავდებით ნიშადურის სპირტის დახმარებით. პირველ რიგში, დაამუშავეთ ტანსაცმლის დალაქავებული ზედაპირი მარილით, ხოლო შემდეგ დაიტანეთ მასზე მცირაოდენი ნიშადურის სპირტი. დატოვეთ ის საქმომედოდ დაახლოებით 1 საათით, ხოლო შემდეგ გარეცხეთ ნივთი სარეცხ მანქანაში. ლაქა უკვალოდ გაქრება.

  3. ასპირინი
    ოფლის უსიამოვნო ლაქების მოშორება ტანსაცმლიდან მარტივად არის შესაძლებელი ასპირინის დახმარებით. 1 ჭიქა თბილ წყალში წაამატეთ ასპირინი 4 დაფქული აბი. მიღებულ ნარევით კარგად დაამუშავეთ ტანსაცმლის დალაქავებული ზედაპირი და დატოვეთ სამოქმედოდ 2 საათით. პროცედურის შემდეგ გარეცხეთ ნივთი სარეცხ მანქანაში.

  4. რძე
    თუ თქვენ ერთმანეთში 1 ლიტრ რძესა და 2 სუფრის კოვზ ლიმონის წვენს შეურებთ, მიიღებთ არაჩვეულებრივ საშუალებას, რომლიც მარტივად გაუმკლავდება კენკრის ლაქებს ტანსაცმელზე. ჩაალბეთ დალაქავებული ტანსაცმელი ამ საშუალებაში და გააჩერეთ 2 საათით. პროცედურის შემდეგ გარეცხეთ ის ჩვეულებისამებრ.

  5. საპარსი ქაფი
    თითოეული ქალბატონისთვის კარგად ცნობილი პრობლემა - ტონალური კრემის ლაქა საყვარელ ტანსაცმელზე. იმისათვის, რომ გაუმკლავდეთ მსგავს ლაქას, დაამუშავეთ ის საპარსი ქაფით და დატოვეთ სამოქმედოდ 20 წუთით. 20 წუთის შემდეგ გარეცხეთ ნივთი ჩვეულებისამებრ.

  6. სველი ხელსახოცები
    არსებობს შემთხვევები, როდესაც წარმოდგენაც კი არ გვაქვს, თუ საიდან ჩნდება ლაქა ტანსაცმელზე. აი, როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავს შემთხვევაში: დაამუშავეთ ლაქა ტანსაცმლის სპეციალური ჯაგრისით და სველი ხელსახოცების დახმარებით მოაშორეთ მას ჭუჭყის ზედა ფენა. პროცედურის შემდეგ გარეცხეთ ნივთი სარეცხ მანქანაში. 30 °C - წყლის ოპტიმალური ტემპერატურა დალაქავებული ნივთების გასარეცხად.

  7. ლიმონის წვენი
    მოცემული პროდუქტის დახმარებით თქვენ მარტივად გაუმკლავდებით ჯოლოს, მოცვის, ყურძნის და შოკოლადის ლაქას. შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ლიმონის წვენი და ძმარი. მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ ბამბის დისკი და მისი გამოყენებით კარგად დაამუშავეთ ტანსაცმლის დალაქავებული ზედაპირი.

  8. ძმარი
    კეტჩუპის ლაქის მოშორება ტანსაცმლიდან შესაძლებელია თეთრი ძმრის დახმარებით. გადმოაბრუნეთ ტანსაცმელი და ჩაალბეთ ის ცივ წყალში, რომელშიც ლაქის ამომყვანი სპეციალური საშუალებაა გახსნილი. 10 წუთის შემდეგ დაამუშავეთ ლაქა თეთრი ძმრის გამოყენებით. თუ ლაქა ბოლომდე არ გაქრა, გაიმეორეთ პროცედურა ხელთავიდან.

ამ ინსტრუქციების დახმარებით თქვენთვის ლაქების წინააღმდეგ ბრძოლა სირთულესთან აღარასდროს იქნება დაკავშირებული. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება დაქალებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან.