მარტივი საშუალებები, რომლითაც შეძლებთ ფეხების მოვლას!

მარტივი საშუალებები, რომლითაც შეძლებთ ფეხების მოვლას!
თანამედროვე პირობებში სულ უფრო იზრდება მოსახლეობის მოთხოვნილება სამკურნალო მცენარეებზე. ხალხს ბუნება უშურველად სთავაზობს თავის სიმდიდრეს. მწვანე აფთიაქი ღიაა ყველასთვის. შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც შემოწმებულია მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკითა და შეტანილია სპეციალურ ლიტერატურაში.

ახლა კი, შემოგთავაზებთ ფეხების მოვლის რამდენიმე საკმაოდ ეფექტურ რეცეპტს:
  • ყოველდღიურად გაიკეთეთ საპნისა და წყლის აბაზანები. აბაზანის გაკეთების პროცესში სპეციალური საფხეკით ან პემზის ქვით ფრთხილად მოიშორეთ ქუსლებიდან გარქოვანებული ნადები. ბოლოს გადაივლეთ ცივი წყალი და გაიმშრალეთ. აბაზანის შემდეგ გაისუფთავეთ ფრხილები, მოიშორეთ ძველი ლაქი სპეციალური ხსნარით და ფრჩხილები ლაქის ახალი ფენით დაიფარეთ. მისი გაშრობის შემდეგ ფეხზე დაიდეთ დიდი რაოდენობით კრემი და კარგად შეიზილეთ.

  • სამკურნალო კრემი შეგიძლიათ თავადაც დაამზადოთ:
    აიღეთ 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, 2 სუფრის კოვზი ლანოლინი ან თაფლის სანთელი და კარგად გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, თან განუწყვეტლივ ურიეთ.

  • ფეხის ქუსლების დასარბილებლად დღეში 2 - ჯერ შეიზილეთ ასეთი ნარევი: 2 სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ძმარი, 1 სუფრის კოვზი უმი კვერცხის ცილა. წაისვით ქუსლებზე, დაგირბილდებათ.

  • თუ ფეხები ძლიერ გიოფლიანდებათ, წყლის აბაზანას დაუმატეთ ტირიფის, მუხისა და შვიტას ქერქი. შემდეგ გადაივლეთ ოდნავ ძმარგარეული წყალი და მოიყარეთ თანაბარი რაოდენობით აღებული ბორის მჟავას და ტალკის ნარევი.

  • თუ ფეხის ფრჩხილები გიყვითლდებათ და შრეებად გეყოფათ, მოხარშეთ კაკლის ხის 10 ფოთოლი და ორი კვირის განმავლობაში ათწუთიანი აბაზანები იკეთეთ.

  • ორგანიზმში რკინის ნაკლებობა ფრჩხილების ხშირ მტვრევას იწვევს. მიიღეთ ვიტამინი B12, მიირთვით ხორცი, ღვიძლი, წიწიბურა, ვაშლი ( სასურველია ანტონოვკა ), ჭერმის ჩირი, ქიშმიში და კვერცხის გული.

სტატიის ავტორი: თინა ავალიშვილი
სტატიის წყარო:ყოველდღიური საოჯახო წიგნი