მძღოლების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მძღოლების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
სპეციალური კვლევების თანახმად, ზოდიაქოს ნიშანი ზემოქმედებას ახდენს მანქანის ტარების ნამერაზე. გთავაზობთ მძღოლების რეიტინგს, რომელსაც ყველაზე ცუდით ვიწყებთ:

12. სასწორი

უჭირს გადაწყვეტილებების მიღება, მუდმივად ბალანსს ეძებს და ამიტომ გადაწყვეტილებებისადს ამუხრუჭებს. სიყვაზე, საცობი მათთვის ტანჯვაა, ურჩევნიათ სატანკო დივიზიას გაუძღვნენ.

11. მერწყული

მერწყულებს სიჩქარე უყვართ. არასოდეს უშვებს შანსს, გაზს უფრო ძლიერ დააჭიროს. მასთან მყოფ მგზავრს რკინის ნერვები ესაჭიროება. თუ მერწყულს გზაზე გასაქანი არ აქვს, უბრალოდ მოიწყენს.

10. ვერძი

ეს გახლავთ ეგოისტი მძღოლები, თავის დანაშაულს არასოდეს აღიარებენ. მუდამ პირველობა სურთ, მიუხედავად გზაზე შექმნილი სიტუაციისა. მათი ქცევა ბავშვისას გაგონებს, რასაც მძღოლისთვის სარგებელი არ მოაქვს.

9. თევზები

ეს ადამიანები თითქოს მანქანას კი არ ატარებენ, არამედ, მარტორქაზე არიან ამხედრებული, ეს კი მათი მდიდარი ფანტაზიის წყალობით. თუმცა, უნდა დაუბრუნდნენ რეალობას მანქანის ტარებისას, სხვა მძღოლებმა რომ არ ამოგლიჯონ ამ საოცარი სამყაროდან.

8. მორიელი

მორიელს ინტუიცია ისე აქვს განვითარებული, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ყველაფერი ერთად უნდა აიღოს. მისთვის მანქანის ტარების აგრესიული სტილი ჩვეულებრივი ამბავია. თუ შემთხვევით მისი სივრცე დაარღვიეთ, მზად იყავით მყისიერი რეაქციისთვის.

7. კურო

კუროსთვის წითელი ფერი ისეთივეა, როგორც ხარისთვის წითელი ნაჭერი. ის კუროს პროვოცირებას ახდენს გაჩერების ნაცვლად. გზაზე ძალიან ჯიუტია და არასოდეს უთმობს სხვებს.

6. მშვილდოსანი

სიჩქარის მოყვარულებიდან, მშვილდოსანი ერთადერთია, რომელმაც იცის, როგორ მოექცეს მას. ექსტრიმი უყვართ, მაგრამ საშიშროებას არ ქმნიან. ერთადერთი, რაც იდილიას არღვევს, არის მშვილდოსნის გაუთავებელი ლაქლაქი საჭესთან.

5. თხის რქა


თხის რქა მუდამ წინ მიიწევს, სწორედ ამიტომ მას საბოლოო გაჩერება აინტერესებს და არა თვით გზა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოძრაობის წესები ვინმე სხვისთვისაა შექმნილი და არა თხის რქისთვის.

4. ქალწული


ქალწული ნებისმიერ დეტალს ყურადღებას აქცევს, ძალიან აკურატულია გზაზე. ყოველ სიტუაციაში ერთდროულად რამდენიმე წესის გამოყენებას ცდილობს, თავს ყველა მხრივ იზღვევს.

3. კირჩხიბი

კირჩხიბისთვის ავტომობილი ერთგვარი სახლია, ამიტომ ყველა მეგზური ოჯახის წევრი ხდება. ამიტომ, იცავს ეთიკას და აკონტროლებს თავს საჭესთან. სიმშვიდე მძღოლი-კირჩხიბის მთავარი ღირსებაა.

2. ტყუპები

უნიკალური ადამიანები არიან, რომლებიც ერთდოულად რამდენიმე საქმეს აკეთებენ: შეუძიათ თან ატარონ, თან გაზეთი წაიკითხონ, მკიაჟი გაიკეთონ. სიჩქარის დროს უკეთ ფიქრობენ და ათას საქმეს წყვეტენ.

1. ლომი

ლომები საუკეთესო მძღოლები იმიტომ არიან, რომ ყველაფერში საუკეთესოს წოდება აქვთ. მოკლედ, გზების მეფეები არიან, ყურადღებიანები ყველას მიმართ. მოაქვთ კომფორტის შეგრძნება და აუჩქარებლად და გრაციოზულად გიშორებთ გზიდან მოტოციკლისტების კორტეჟით. ბოლო დროს, ლომები ხშირად ტოვებენ ტრასებს და ვერტმფრენებით გადაადგილდებიან...