ფარშირებული ბადრიჯანი და წიწაკა- უგემრიელესი კერძი სადღესასწაულო სუფრისთვის

ფარშირებული ბადრიჯანი და წიწაკა- უგემრიელესი კერძი სადღესასწაულო სუფრისთვის
მომზადების დრო- 1 საათი, პორციების რაოდენობა- 6, მომზადების სირთულე- საშუალო, კალორიულობა- 279 კკ.

საჭირო მასალა:

  • 2 კონა ქინძი და რეჰანი
  • 2 ბადრიჯანი
  • 1ჭიქა ნიგოზი
  • 2ცალი ტკბილი წიწაკა
  • ნიორი 4 კბილი
  • წითელი ხახვი- 1 თავი
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი

მომზადების წესი:

  1. ნიგოზი, ნიორი და მწვანილი გაატარეთ ხორცსაკეპში
  2. ხახვი გაფცქვენით და ძალიან წვრილად დაჭერით, აურიეთ გატარებულ ნიგოზს, დაუმატეთ მარილი და წიწაკა.
  3. ბულგარული წიწაკა შედგით ღუმელში სანამ კანი არ დაურბილდება, შემდეგ კი 20 წუთით მოათავსეთ პოლიეთილენის ჰერმეტულ პარკში.
  4. შემდეგ წიწაკა გაჭერით ორ- სამ ნაწილად და მოაშორეთ თესლი.
  5. ბადრიჯანი გრძლად დაჭერით საშუალო სისქის ნაჭრებად. შეწვით ზეთში. აცადეთ გაცივება და წაუსვით გულსართი , გადაახვიეთ რულეტივით და გააჩერეთ 2-3 საათით. ასევე მოიქეცით ბულგარულის შემთვევაშიც.
გემრიელად მიირთვით.