ზოდიაქოს ნიშნების სასიცოცხლო ძალები

ზოდიაქოს ნიშნების სასიცოცხლო ძალები
უმაღლესმა ძალებმა რაღაც განსაკუთრებული ნიჭი ყველას გვიბოძა. გაიგეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა პოტენციალი კარგად გამოიყენოთ.

ვერძი

მარსმა ქმედებების ნიჭით დაგაჯილდოვათ. ვერძების უმეტესობას აქტიურობის წყალობით რადიკალურად შეუძლია ცხოვრების შეცვლა. თუმცა, ზედმეტი ემოციურობა და იმპულსურობა ხშირად უსიამოვნო სიიტუაციებში აგდებს.

კურო

კუროს სულის სიმტკიცე და შეუვალობა ახასიათებს, ძლიერი პიროვნებაა და იოლად უმკლავდება შინაგან განცდებს. მაგრამ თუ მფარველი პლანეტები შეამსუბუქებენ ზეგავლენას, კურო კარგავს თავის სასიცოცხლო ძალას.

ტყუპები

ტყუპების ძალა ოპტიმიზმსა და კომუნიკაბელურობაშია, პოულობს ყველა პასუხს ნებისმიერ კითხვაზე. მათი ცხოვრება რბოლას ჰგავს, სულ რაღაც ახალს მისდევენ. ყველა საქმის კურსში უნდა იყოს, რაც ხანდახან ხელს უშლის და უჩნდება სირთულეები.

კირჩხიბი

პლანეტებმა კირჩხიბი ემოციების სრული ტკბობის უნარით დააჯილდოვეს. მათი მგძნობიარობა ეხმარება დაიცვან ახლობლები ყველა სირთულისგან. მაგრამ თუ რამე არ გამოსდით, დეპრესიაში ვარდებიან.

ლომი


ლომი სიმამაცითა და ნებისყოფითაა დაჯილდოვებული. ნებისმიერ ადამიანს შთააგონებს და მიუთითებს ცხოვრების აზრს, მაგრამ შეიძლება ძალა დაკარგონ, თუ საზოგადოების აღიარებას დაკარგავენ.

ქალწული


ქალწულს განვითარებული აზროვნების ნიჭი აქვს, ძლიერი პიროვნებაა და შეუძლია სხვების ქმედებების ამოცნობა. მაგრამ თუ ხედავს, რომ უკეთესობისკენ ვერ ცვლის საზოგადოებს, ხელს იქნევს და გული უცრუვდება.


სასწორი

ვენერამ ქალწულს სიყვარულის ნიჭი უბოძა, მას შეუძლია შეარიგოს ხალხი, თუკი ეს მის ინტერესებშია. მიდის წინ მიზნის მისაღწევად, უკანმოუხედავად. მაგრამ აქვს ერთი ნაკლი: უყვარს საქმის მომავლისთვის გადადება, მერე კი რაიმეს კეთების სურვილი უქრება.


მორიელი

მორიელი შემოქმედია, რომელიც მუდამ რაიმე ახალს ქმნის, იგონებს იდეებს და ცდილობს წესები შეცვალოს უკეთესობისკენ. თუმცა, თუ შინაგანი ემოციებით არ დაიცალა, ხელს ჩაიქნევს და საქმეს შეწყვიტავს.


მშვილდოსანი


მშვილდოსანს სხვა ადამინებისთვის დადებითი ენერგიის გადაცემის უნარი აქვთ, ნამდვილი ლიდერია, ძალიან ძლიერი პიროვნება, მუდამ საკუთარი აზრი გააჩნია, არ ექვემდებარება ზეგავლენას და ამიტომაც დამოუკიდებლად ებრძვის ნეგატიურ განცდებს.

თხის რქა

თხის რქას შეუძლია სხვებს ასწავლოს, როგორ მიაღწიონ წარმატებას, მორალურად ძლიერია, იცის რა უნდა ცხოვრებისგან. მას ფაქტობრივად არ აქვს სუსტი წერტილები, ამიტომ თხის რქის დამარცხება ძნელია.

მერწყული


მერწყული თავისუფლებითაა დაჯილდოვებული, მისი სასიცოცხლო ძალა ხალხის სამსახურისკენაა მომართული. ყველა სირთულეს უმკლავდება, არ ებღაუჭება წარსულს და ახლისკენ და შეუცნობლისკენ მიილტვის.

თევზები

თევზები დიდი შემოქმედები არიან, საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ, სადაც არავის უშვებენ. შეუძლიათ ასწავლონ სხვებს, როგორ ირწმუნონ საკუთარი ძალების, მათი წონასწორობიდან გამოყვანა რთულია. ნებისმიერ პრობლემას როგორც გამოწვევას ისე ვხვდებიან და უკეთესი მომავლის იმედი აქვთ.