სამარხვო მაკარონი ზღვისპროდუქტებით, ყაბაყითა და ნიგვზით

სამარხვო მაკარონი ზღვისპროდუქტებით, ყაბაყითა და ნიგვზით
ამ გემრიელი კერძის რეცეპტი აუცილებლად უნდა იყოს ყველა დიასახლისის კულინარიულ წიგნში, რადგან გარდა იმისა რომ ის ადვილად მზადდება, ძალიან სასარგებლო და გემრიელია.

მომზადების დრი- 25 წთ, პორციების რაოდენობა-5, მომზადების სირთულე- ადვილი

საჭირო მასალა:

  • მაკარონი- 400გ
  • ზღვისპროდუქტები- 350გ
  • ხახვი- 1 თავი
  • ნახევარი ყაბაყი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა
  • მცენარეული ზეთი
  • ტომატის პასტა- 20გ
  • მწვანილი (ბაზილიკი, ოხრახუში, ქინძი)
  • ნიგოზი- 80 გ
  • ორეგანო

მომზადების წესი:

  1. აადუღეთ წყალი და დაუმატეთ მარილი, ჩაყარეთ მაკარონი და მოხარშეთ. შემდეგ გადმოიტანეთ თუშფალანგზე და ცივი წყალი გადაავლეთ.
  2. მოამზადეთ სოუსი: გაარჩიეთ ხახვი და დაჭერით რგოლებად შემდეგ კი მოთუშეთ ზეითუნის ზეთში.
  3. ყაბაყი გაარჩიეთ და თხლად დაჭერით, შემდეგ კი დაუმატეთ ხახვს. თუშეთ დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ მარილი, წიწაკა, ტომატის პასტა და ორეგანო
  4. შემდეგ დაუმატეთ ზღვის პროდუქტები და კიდევ რამდენიმე წუთით თუშეთ.
  5. მანამ კი დაჭერით მწვანილი, ნიგოზი კი გახეხეთ და ჩაუმატეთ სოუსს.
  6. გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ რამდენიმე წუთით.
  7. სოუსი დაუმატეთ პასტას და კარგად აურიეთ.
გემრიელად მიირთვით.