მოთუშული ბოსტნეული ჩილით- სასარგებლო და ძალიან გემრიელი კერძი

მოთუშული ბოსტნეული ჩილით- სასარგებლო და ძალიან გემრიელი კერძი
მომზადების დრო- 15 წთ, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა-98კკ-ია

საჭირო მასალა:

  • 1 ტარო სიმინდი
  • ტკბილი წიწაკა- 1 ცალი
  • საშუალო ზომის ყაბაყი
  • ბროკოლი- 0,5 თავი
  • ლიმონი- 1 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • მწარე წიწაკა- 1 ცალი
  • სტაფილო- 1 ცალი
  • დაფქული ჩილი- 1ჩ.კ
  • ხახვი- 1ცალი

მომზადების წესი:

  1. მწარე და ტკბილი წიწაკა გარეცხეთ, გაჭერით შუაში და მოაშორეთ თესლი. ტკბილი წიწაკა დაჭერით მსხვილ კუბებად, ხოლო მწარე წვრილად
  2. ბროკოლი გარეცხეთ და ხელით დაშალეთ.
  3. ყაბაყი გარეცხეთ და დაჭერით კუბებად.
  4. გარჩეული ხახვი და სტაფილო დაჭერით რგოლებად.
  5. ლიმონის კანი გახეხეთ.
  6. ტაროს მოაშორეთ მარცვლები
  7. მცენარეული ზეთი დაასხით ტაფაზე და გაახურეთ. მოთუშეთ ხახვი და სტაფილო, დაუმატეთ წიწაკა, ყაბაყი, ბროკოლი და სიმინდი. მოამზადეთ 6 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი დაუმატეთ მარილი და ჩილი.
  8. შემდეგ დაუმატეთ ცედრა და ლიმონის წვენი. გადმოდგით ცეცხლიდან და გემრიელად მიირთვით.