როგორ გავუმკლავდეთ ალკოჰოლურ დამოკიდებულებას უნიკალური სამკურნალო მცენარის დახმარებით!

როგორ გავუმკლავდეთ ალკოჰოლურ დამოკიდებულებას უნიკალური სამკურნალო მცენარის დახმარებით!
დღესდღეობით მსოფლიოს მოსახლეობის დიდი პროცენტი არის ალკოჰოლდამოკიდებული. ეს დაკავშირებულია როგორც მემკვიდრულ ფაქტორთან, ასევე ადამიანის ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან.
ტრადიციული მედიცინა თითქმის უძლურია ალკოჰოლური დამოკიდებულების მიმართ: მკურნალობის კურსის შემდეგ პიროვნება, როგორც წესი, მალევე იწყებს ისევ დალევას. სწორედ ამიტომაა, რომ ალკოჰოლიზი განუკურნებელ სენად მიიჩნევა.
თუმცა, არსებობს ე.წ. კოდირება და სხვა ფსიქოლოგიური ზემოქმედებები, ასევე სამკურნალო მცენარეები და მედიკამეტები, რომლებიც გარკვეული დროით იწვევენ ალკოჰოლის მიმართ ზიზღს. თუმცა, ხალხური წყაროები ამ სენის მკურნალობის საუკეთესო საშუალებად ოქროს ულვაშისგან დამზადებულ პრეპარატებს მიიჩნევენ.
თუმცა , ალკოჰოლური დამოკიდებულებისაგან თავის დასაღწევად ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას ავადმყოფის პირადი სურვილი წარმოადგენს.

ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ იყენებენ ოქროს ულვაშის ნახარშსა და ნაყენს. სპირტიანი ნაყენის გამოყენებაც კარგ შედეგებს იძლევა, თუმცა მასში შემავალი ალკოჰოლი ზოგჯერ უარყოფითად მოქმედებს ავადმყოფის მდგომარეობაზე.

ალკოჰოლიზმის მკურნალობა რეკომენდებულია შემდეგი სქემით:
ნაყენის მიღება - 21 დღის განმავლობაში, შესვენება - 5 დღე, ნახარშის მიღება - 21 დღის განმავლობაში, შესვენება - 5 დღე და ა.შ. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე.
ნახარში მიიღება 1 ს/კ სამჯერ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე. ნაყენი კი - 1 დეს/კ 3 - 4- ჯერ დღეში, ჭამამდე 40 წუთით ადრე. მკურნალობის პირველი კურსის შემდეგ პრეპარატების დოზირებას ნელ - ნელა ამცირებენ.

მკურნალობის დროს ავადმყოფმა არ უნდა მიიღოს სპირტისშემცველი პრეპარატები. ალკოჰოლისადმი ლტოლვის გაჩენის შემთხვევაში ერთჯერადად შეგიძლიათ მიიღოთ ნაყენის 2 ს/კ ( უკეთესია დილით ).

უძილობის, თავის ტკივილისა და დეპრესიის შემთხვევაში რეკომენდებულია პიტნისა და ოქროს ულვაშის ნაყენების გამოყენებით აბაზანის მიღება. ძილის წინ კი კალიზიის ზეთით საფეთქლების დაზელაა რეკომენდებული.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი