ბინძური აბაზანა, ონკანი და ნიჟარა. გავუმკლავდეთ ამ და სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებს მარტივად.

ბინძური აბაზანა, ონკანი და ნიჟარა. გავუმკლავდეთ ამ და სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებს მარტივად.
დიასახლისებს შორის წარმოუდგენლად დიდი პოპულარობით სარგებლობს ხრიკები, რომლებიც ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება და ცხოვრებას საგრძნობლად გვიმსუბუქებს. გსურთ, მიაღწიოთ იდეალურ სისუფთავეს თქვენს სახლში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე? მაშინ თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ ამ მარტივი ხრიკების შესახებ, რომელთაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.

13 ხრიკი სპეციალურად დიასახლისებისთვის
  1. სუფთა ელექტრო ჩაიდანი
    ჩაასხით ჩაიდანში თანაბარი რაოდენობით წყალი და ძმარი. ჩართეთ მოწყობილობა და მოითმინეთ იქამდე, სანამ ის კარგად გაცხელდება. გათიშეთ ის და დაელოდეთ გაგრილებას. გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენჯერმე, რათა ელექტრო ჩაიდანმა სისუფთავისგან იბრწყინოს.

  2. ღუმელის ბადე
    მოაყარეთ ცხიმის ლაქებით დაფარულ ღუმელის ბადეს მარილი და შეუდექით მის წმენდას ქაღალდის ხელსახოცით. ლაქები უკვალოდ გაქრება!

  3. მბზინვარე ონკანი
    ცვილის ქაღალდი - შესანიშნავი საშუალება ქრომირებული ონკანის გასაპრიალებლად.

  4. სუფთა გაზ-ქურა
    თუ გსურთ, თქვენმა გაზ-ქურამ სისუფთავისგან იბრწყინოს, გააპრიალეთ ის ზეითუნის ზეთში დასველებული პირსახოცით. ზეთის ნარჩენები მოაშორეთ სუფთა ქსოვილის გამოყენებით.

  5. ნადების მოშორება ფინჯანადან
    შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით წყალი და ძმარი. მიღებული ხსნარი ჩაასხით ფინჯანში და დატოვეთ სამოქმედოდ 1 საათით. პროცედურის შემდეგ გარეცხეთ ჭურჭელი ჩვეულებისამებრ.

  6. სამზარეულოს დაფა
    ხის ზედაპირიდან მცირე ზომის ნაკაწრების მოშორება და მისი გაპრიალება მარტივადაა შესაძლებელი ერთი მარტივი მეთოდით. დააფინეთ ხის დაფაზე პერგამენტის ქაღალდი, მოაყარეთ მარილი და გადაატარეთ ცხელი უთო. სამზარეულოს დაფა ამ პროცედურის შემდეგ ახალივით იქნება.

  7. მბზინვარე აბაზანა
    თქვენ ეს მეთოდი უეჭველად შეგიყვარდებათ! საღამოს, დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაავსეთ აბაზანა ცხელი წყლით და ჩაყარეთ მასში ერთი პროცია ჟანგბადიანი მათეთრებელი. დილით, გაღვიძებისას დატკბით მიღებული შედეგით.

  8. საშუალება უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ
    ეს რეცეპტი გამოადგება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ოთხფეხა მეგობარი ჰყავს. დივანიდან და სავარძლებიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად, მოამზადეთ შემდეგი საშუალება: გახსენით 1 სუფრის კოვზი სოდა და 10 წვეთი ლავანდის ეთერზეთი 2 ჭიქა წყალში. მიღებული ნარევი ჩაასხით სპრეი-ბოთლში და რეგულარულად მიაპკურეთ ის თქვენს ავეჯს. უსიამოვნო სუნი აღარასდროს შეგაწუხებთ!

  9. სამზარეულოს ღრუბლები
    პლასტმასის კონტეინერში შეურიეთ ერთმანეთსი 2 სუფრის კოვზი მარილი და 2 ჭიქა ცხელი წყალი. მიღებულ ხსნარში მოათავსეთ სამზარეულოს ღრუბლები და დატოვეთ მთელი ღამით.

  10. გატეხილი კვერცხი
    თუ თქვენ ეს უსიამოვნო მოვლენა დაგატყდათ თავს, მოაყარეთ იატაკზე გატეხილ კვერცხს მარილი და გააჩერეთ 15 წუთით. აიღეთ მასა ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით. გატეხილი კვერცხისგან პატარა კვალიც კი აღარ დარჩება!

  11. იდეალურად სუფთა ნიჟარა
    თუ თქვენ შუაზე გაჭრილ ლიმონს მარილს მოაყრით და მისი გამოყენებით ნიჟარის წმენდას შეუდგებით, ის ხანმოკლე დროში ახალივით იბრწყინებს!

  12. მიმწვარი ცხიმი
    მოაბნიეთ ტაფაზე დიდი რაოდენობით მარილი, დაასხით წყალი და გააჩერეთ 15 წუთით. პროცედურის შემდეგ გარეცხეთ ტაფა ჩვეულებისამებრ. ცხიმის ლაქები წარსულში დარჩება!

  13. მბზინვარე ბოკლები
    გარეცხეთ ბოკლები ძმრით. თქვენ სასიამოვნოდ გაოცდებით, როდესაც ამ მეთოდის ეფექტურობას იხილავთ. გაითვალისწინეთ, ბოკლების ძმრით გარეცხვის შემდეგ აუცილებელია მათი გავლება წყალში.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხრიკები? მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!