პომიდვრის საწებელის უგემრიელესი რეცეპტი გამოცდილი დიასახლისისგან

პომიდვრის საწებელის უგემრიელესი რეცეპტი გამოცდილი დიასახლისისგან
მსგავსი რეცეპტით მომზადებული საწებელი სწრაფად მზადდება. მის მოსამზადებლად სულ 45 წუთი დაგჭირდებათ, სამაგიეროდ დიდხანს ინახება და ძალიან გემრიელია.

საჭირო მასალა:

  • 2კგ მწიფე პომიდორი
  • 500გ წითელი ტკბილი წიწაკა
  • 1კგ ნიორი
  • 120გ წითელი ღვინის ძმარი
  • მარილი
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. პომიდორი გარეცხეთ, დაასხით მდუღარე, შემდეგ კი ცივი წყალი. მოაშორეთ კანი და ზედმეტი თესლი. რბილობი გაატარეთ ხორცაკეპში.
  2. ნიორი გაარჩიეთ, წიწაკას მოაშორეთ ყუნწი და თესლი, შემდეგ კი წვრილად დაჭერით.
  3. ძმარი აადუღეთ და მაშინვე გამორთეთ. შემდეგ კი ბოლომდე გააცივეთ.
  4. ქილები გარეცხეთ და რამდენიმე წუთით მოათავსეთ 180- 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში სტერილიზაციისათვის.
  5. გატარებულ და დაჭრილ ინგრედიენტებს დაუმატეთ ძმარი და მარილი და კარგად აურიეთ, რათა ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ჩაასხით ქილებში, ზემოდან მოასხით ცოტა ძმარი და დაახურეთ თავსახური. შეინახეთ გრილ ადგილას.
გემრიელად მიირთვით.