როგორ შევიმციროთ ტკივილი მენსტრუაციული ციკლის დროს? არა უსიამოვნო შეგრძნებებს!

როგორ შევიმციროთ ტკივილი მენსტრუაციული ციკლის დროს? არა უსიამოვნო შეგრძნებებს!
მენსტრუაციული ტკივილი ლამაზი სქესის თითოეული წარმომადგენლისთვის კარგად არის ცნობილი. ეს მოვლენა უდიდეს დისკომფორტთანაა დაკავშირებული. ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, თუ როგორ დააღწიოთ თავი ამ პრობლემას და საგრძნობლად შეიმსუბუქოთ უსიამოვნო შეგრძნებები.
  1. მიიღეთ ბევრი წყალი

    წყლის დალევა ციკლის პერიოდში არაჩვეულებრივი რამაა, განსაკუთრებით თბილი წყლის, რადგან ის ეხმარება სისხლის მოძრაობა. მიირთვით დღეში დაახლოებით 10 ჭიქა წყალი.

  2. საკმარისი რაოდენობის კალცი

    კალციუმის მაღალი დონე გვეხმარება მენსტრუაციული ტკივილის შემცირებაში.

  3. მეტი ბოსტნეული

    ბოტსნეული გაჯერებულია ყველა იმ ვიტამინით, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვისაა საჭირო და აუცილებელი. ციკლის პერიოდში მისი მიღება ორგანიზმს უფრო მხნეს გახდის.

  4. მოერიდეთ ქოლესტერინს

    ქოლესტერინის შემცველი საკვები განაპირობებს მუცლის კიდევ უფრო მეტად შებერვას, რის შედეგადაც ტკივილი მენსტრუაციული ციკლის დროს ორმაგდება.

  5. ნუ მიიღებთ კოფეინს

    მაქსიმალურად მოერიდეთ კოფეინს მენსტრუაციული ციკლის დროს, რადგან ის იწვევს ორგანიზმის დეჰიდრარტაციას, რის შედეგადაც ტკივილი ძლიერდება.

  6. მეტი D ვიტამინი

    აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი D ვიტამინის შემცველი პროდუქტებით, რათა დააღწიოთ თავი უსიამოვნო შეგრძნებებს მენსტრუაციული ციკლის დროს. D ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია: რძე, თევზი, კვერცხი და ა.შ.

  7. მსუბუქი ვარჯიში

    მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით დაძაბულობას და გაგათავისუფლებთ სტრესისგან.

  8. თბილი კომპრესები

    ისარგებლეთ თბილი კომპრესებით მენცსტრუაციული ციკლით გამოწვეული ტკივილის დროს. უკვე რამდენიმე წუთში თქვენ საოცარ შვებას იგრძნობთ.

  9. თბილი შხაპი

    თბილი შხაპი გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას მთელ ორგანიზმში და საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ ტკივილს.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან.