9 რეკომენდაცია, რომელიც შეგიჩერებთ თმის ცვენას და გაგიხშირებთ თმის საფარს.

9 რეკომენდაცია, რომელიც შეგიჩერებთ თმის ცვენას და გაგიხშირებთ თმის საფარს.
თმის ცვენა უამრავი ადამიანის პრობლემაა, რომელიც მათ სტრესავს და ცხოვრების ხალისს უკარგავს. დღევანდელ სტატიაში ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომელთა დახმარებით მოცემული პრობლემის გადაჭრას და თავიდან არიდებას მარტივად შეძლებთ.
  1. მეტი პროტეინი

    თმის ცვენა შეიძლება განპირობებული იყოს ორგანიზმში პროტეინების ნაკლებობით, ამიტომ ეცადეთ თქვენს რაციონში დაამატოთ მეტი ხორცი და თევზი.

  2. ბალზამი

    შამპუნის შემდეგ აუცილებლად დაიტანეთ თმაზე ბალზამი. ის ეხმარება ძირებს გამაგრებაში და თმასაც აჯანსაღებს.

  3. აწეული თმა

    თმის აწევა და მჭიდროდ შეკვრა ღერების სტრუქტურას ანადგურებს. თქვენი ყოველდღიური ვარცხნილობა აუცილებლად უნდა იყოს მარტივი, რათა თავიდან აირიდოთ მოცემული პრობლემა. გარდა ამისა, მაქსიმალურად მოერიდეთ სპეციალური მუსების გამოყენებას.

  4. ლაზერული ფოტოთერაპია

    მსგავსი რამ აუმჯობესებს თავში სისხლის მოძრაობასა და ჟანგბადის მიწოდებას, ამიტომ ის არაჩვეულებრივი საშუალებაა თმის გასაჯანსაღებლად და გასახშირებლად.

  5. ყურადღება მიაქციეთ რას გეუბნებათ თქვენი სხეული

    ნუ დააიგნორებთ სხვადასხვა სიგნალებს, რომელთაც ჩვენი ორგანიზმი გვიგზავნის.

  6. ვიტამინები

    ვიტამინ B12 თმას ზრდაში ეხმარება, ხოლო D ვიტამინი - პირიქით. აუცილებლად დაარეგულირეთ ამ ვიტამინების რაოდენობა კვების რაციონში.

  7. სისხლში რკინის შემცველობა

    ციკლი, ვეგეტარიანელობა, სტრესი - ყოველივე ეს სისხლში რკინის რაოდენობას დაბლა წევს, რაც აუცილებლად უნდა გამოასწოროთ. გაამდიდრეთ კვების რაციონი რკინის შემცველი პროდუქტებით.

  8. ტრიქოლოგი ამ პრობლემას მოგიხსნით

    დროულად შესაბამისი ზომების მიღება საუკეთესო გზაა პრობლემის გამწვავების თავიდან ასარიდებლად. თუ თქვენ ამჩნევთ, რომ თმის საფარი გითხელდებათ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ტრიქოლოგთან. ის პრობლემის გადაჭრის სწორ გზას გიჩვენებთ!

  9. იცხოვრე ჯანსაღად

    იკვებეთ ჯანსაღად და ივარჯიშეთ. არ დაგავიწყდეთ ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება, რათა თავიდან აირიდოთ თავის კანის გამოშრობა, გაუწყლოება. ეს პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და ხანმოკლე დროში თმის აღარ შეგაწუხებთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!