ყავა ბათუმურად- როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი ყავა

ყავა ბათუმურად- როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი ყავა
ალბათ დამეთანხმებით, რომ ბათუმში მომზადებული ყავა ძალიან გემრიელი და არომატულია. გასწავლით როგორ მოამზადოთ ბათმური ყავა სახლის პირობებში.
საჭირო მასალა:

  • 2ჩ.კ ყავის მარცვლები
  • 2ჩ.კ შაქარი
  • 1კბილი ნიორი
  • 2 ყავის ჭიქა წყალი
მომზადების წესი:

  1. დაბალ ცეცხლზე დადგით ტაფა, დაყარეთ ყავის მარცვლები და ხის კოვზით ურიეთ. არომატისთვის დაუმატეთ ერთი კბილი ნიორი.
  2. რამდენიმე წუთის შემდეგ ტაფა გადმოდგით ცეცხლიდან და მარცვლები გადაიტანეთ ხელსახოცზე. როდესაც გაცივდება, დაფქვით.
  3. ყავის მადუღარაში ჩაყარეთ 1 ჩ.კ დაფქული ყავა, შაქარი, დაასხით წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე ისე რომ არ მოურიეთ. პირველი ქაფი მოხადეთ, მას შემდეგ კი რაც ადუღებამდე მიიყვანთ, ყავა ჩიქებში ჩამოასხით.
გემრიელად მიირთვით.