რა გზით გადადის C ჰეპატიტი და რა ნიშნები ახასიათებს ამ დაავადებას.

რა გზით გადადის C ჰეპატიტი და რა ნიშნები ახასიათებს ამ დაავადებას.
C ჰეპატიტის გავრცელების სტატისტიკა ( იგი დედამიწის მოსახლეობის 15 % - ს აღენიშნება ) მეტად შემაშფოთებელია. მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დაავადებულთა 70% - ს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები უვითარდება. დაავადება გადადის სისხლით და მისი შემცველი კომპონენტებით. სქესობრივი გზით იგი საკმაოდ იშვიათად ( 1 - 2 % - ში ) გადაედება და ისიც უპირატესად ჰომოსექსუალისტებსა და იმ პირებს შორის, ვისაც ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ საკმაოდ ხშირ შემთხვევაში C ვირუსის ორგანიზმში შეჭრის გზები ვერ დგინდება. C ჰეპატიტის ძირითად გამავრცელებლებად მაინც ნარკომანები ითვლებიან, რომლებიც "საძმო" შპრიცით აინფიცირებენ ახლობელ - მეგობრებს.

დაავადება ზოგჯერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს; შესაძლოა აღინიშნებოდეს შემდეგი სიმპტომები:
  • დაღლილობის შეგრძნება;
  • კუნთების და ძვლების ტკივილი;
  • ტეხა;
  • ცხელება;
  • ოფლიანობა;
  • გულისრევა;
  • ტკივილი მუცლის არეში;
  • უმადობა;
  • ცხიმიან საკვებთან შეუთავსებლობა;
  • ქავილი;
  • წონაში დაკლება;
  • გონების დაბინდვა;
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
  • სახსრების ანთება;
  • არასრულფასოვანი ძილი;
  • კანისა და ლორწოვანი გარსების გაყვითლება.

თუ ეჭვობთ, რომ შესაძლებელია C ჰეპატიტი გჭირდეთ, გირჩევთ ჩაიტაროთ სათანადო გამოკვლევა, რათა დროულად დაზუსტდეს დიაგნოზი.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი შეკითხვა ექიმს