ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერი რიცხვები. რომელი რიცხვი მოგიტანთ სიყვარულს, წარმატებასა და სიყვარულს?

ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერი რიცხვები. რომელი რიცხვი მოგიტანთ სიყვარულს, წარმატებასა და სიყვარულს?
ციფრები ყველგან გვავხევია თავს: ტელეპონის ნომრებში, მისამართებში, მნიშვნელოვან თარიღებსა თუ დოკუმენტებში. ასტროლოგიაში ციფრები რაღაც აბსტრაქტული არ არის. თითოეულ რიცხვს თავისი განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვს, რომელიც ადამიანზე ზემოქმედებს. გაიგეთ, თუ რომელი რიცხვი შეესაბამება თქვენს ზოდიაქოს.

მზე - 1

მზე ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულების მფარველია. 1-იანი ბიზნესის წარმატებული დაწყების სიმბოლოა, ამიტომაც ლომებისთვის ის ნამდვილი მაგნიტია წარმატების მისაღწევად. აი 2-ს კი უნდა ერიდონ, რადგან იგი განვითარებას აფერხებს.

მთვარე - 2


2-იანი სიყვარულისა და დაცულობის ენერგეტიკა აქვს, რომელიც ასე სჭირდება კირჩხიბს. მას სიმშვიდე და წარმატება მოაქვს. ასევე, 2-თან შეხამებაში მათთვის დადებითად ზემოქმედებს 7 – 27, 272, 722 - ეს ციფრები აძლიერებს ერთმანეთს. 1-იანს კი შფოთვა მოაქვს.

მარსი -3


ეს ბედნიერი ციფრია მორიელებისთვის და ვერძებისთვის. თამამად დაიწყეთ მოლაპარაკებები და მნიშვნელოვანი საქმეები 3 რიცხვში, ამასთან, შეგიძლიათ ატაროთ სამკუთხედის ფორმის თილისმა.

მერკური - 4


ეს ციფრი ცოდნის, მეცნიერების ენერგითაა გამსჭვალული. 4-იანს ტყუპებისთვის და ქალწულებისთვის მოაქვს წარმატება. ამ ნიშნებს უმართლებთ ჟურნალისტიკაში, ინფორმაციასთან დაკავშირებულ პროფესიებში. თილისმის სახით გამოადგებათ კვადრატის ფორმა. ეს შეიძლება იყოს კულონი ან ტატუ.

იუპიტერი - 5

ამ ციფრს ძლიერი პოზიტიური ენერგია მოაქვს მშვილდოსნებისთვის, განსაკუთრებით, თუ მათი საქმიანობა ხალხთან ურთიერთობას უკავშირდება. მათთვის ციფრი 5 ნებისმიერ სხვა ციფრთან შეხამებაში დიდი წარმატების მომტანია. თილისმად შეუძლიათ ვარსკვლავის ფორმის სამკაულის გამოყენება.

ვენერა - 6


ეს გახლავთ ჰარმონიის ციფრი, რომელსაც დიდად აფასებენ ტყუპები და კურო. 6-ს წარმატება და კმაყოფილება მოაქვს, თუ ისეთ საქმეს აკეთებენ, რაც სიამოვნებთ. ციფრები 4 და 9 კიდევ უფრო აძლიერებენ ეფექტს 6-თან შეხამებაში, 4 - პოზიტიურად ზემოქმედებს ოჯახზე, 9 - შემოქმედებით საქმიანობაში.

სატურნი - 7


7-იანი მთლიანობაში ბედნიერი ციფრია, მაგრამ ყოველდღიურობაში მას წარმატება მოაქვს თხის რქისთვის. იგი ეხმარება ამ ჯიუტ და თავისებურ ადამიანებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ურანი - 8


8 - ბედნიერი ციფრია მერწყულებისთვის. იგი ეხმარება მათ გარესამყაროსგან ენერგიის მიღებაში, ამ ორიგინალურ და ნიჭიერ ადამიანებს შთაგონებას აძლევს. თანაც, 8 უსასრულობის სიმბოლოა, სპირალი, ამიტომ მერწყულებმა ამ გამოსახულების თილისმა უნდა იქონიონ.

ნეპტუნი - 9


9-იანი ზრდასრულობის და დასრულებულობის სიმბოლოა. იგი იღბლიანია თევზებისთვის. თევზები უნდა ერიდონ ბასრ ობიექტებსა და სამკაულებს, მათთვის საუკეთესოა წრის ფორმა. 9 და 1-ს შეხამებას თევზებისთვის ფული მოაქვს, 2-თან - ინტუიციას აძლიერებს და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. 6 და 9-ს შეხამება კი სიყვარულის მომტანია.