დაამზადეთ ნატურალური ტანის სკრაბი სახლის პირობებში!

დაამზადეთ ნატურალური ტანის სკრაბი სახლის პირობებში!
კარგი სკრაბი მხოლოდ სახისა და ტანის კანს ნაქერცლებს არ აცლის, ის აგრეთვე აცლის კანის ზედაპირს მკვდარ უჯრედებს. შედეგი კი ლამაზი, აბრეშუმივით პრიალა კანია, ნატურალური ბზინვარებითურთ. სკრაბების დიდი არჩევანი არსებობს და ისინი საკმაოდ ძვირიც ღირს. რატომ უნდა გადაყაროთ ფული ტყუილად, როცა მათი სახლის პირობებშიც დამზადება შეგიძლიათ?! გთავაზობთ ეფექტურ და ნატურალურ სკრაბის მომზადების რეცეპტს:



ინგრედიენტები:
  • ბოლოკი - 50 გრ
  • ფეხის კრემი - 30 გრ
  • ზეითუნის ზეთი - 30 მლ
  • წიწიბურას ბურღული ( დამტვრეული ) - 40 გრ

მომზადების და გამოყენების წესი:
ბოლოკი გავხეხოთ სახეხზე, შევიროთ კრემი, ზეთი, წიწიბურა და კარგად ავურიოთ. მიღებული მასა მასირებული მოძრაობით წავისვათ ტანზე და შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. პროცედურა კეთდება კვირაში ერთხელ.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი