ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული რეცეპტები თმის ცვენის, ქერტლის და სოკოვანი ფლორის სამკურნალოდ!

ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული რეცეპტები თმის ცვენის, ქერტლის და სოკოვანი ფლორის სამკურნალოდ!
თმის ცვენის პრობლემა დღეს უამრავ ადამიანს აწუხებს და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ათასგვარი შამპუნი, თმის მოვლის საშუალებები, პრობლემა მაინც გადაუწყვეტელი რჩება და ეს იმიტომ, რომ უმრავლესობა საკითხს ზედაპირულად უყურებს. თმა საკმაოდ სწრაფად რეაგირებს არა მარტო გარეგან, არამედ შინაგან ფაქტორებზეც.
ხალხური მედიცინა ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულ რეცეპტებს გთავაზობთ თმის ცვენისა და თმის სხვადასხვა დაავადებების დროს:
  • თმის ცვენისას და თავზე ეგზემის დროს აუცილებელია კვირაში ერთხელ წყაროს, ჭის, მდინარის თბილი წყლით, თავის დაბანა და, ამავდროულად 15 წთ - ის განმავლობაში მუჭა მარილით თავის დაზელვა. პროცედურის შემდეგ კარგად გადავივლოთ იგივე წყალი. რეკომენდებულია მინიმუმ 6 პროცედურის ჩატარება.

  • 1 ლ მდუღარე წყალში კარგად გავხსნათ 2 ს/კ თაფლი და შევიზილოთ თმის ძირებში 2 - ჯერ კვირაში. ხსნარი ამაგრებს თმას და ხელს უწყობს მის ზრდას.

  • იაპონური სოფორას ნაყოფის არყის ნაყენისაგან მოვამზადოთ 5 - 10 % - იანი წყლის ხსნარი, წავისვათ თავზე 2 -3 - ჯერ კვირაში და გავიჩეროთ 5 - 10 წთ თმის ცვენა ჩერდება.

  • 1 წილი მუხის ქერქის ფხვნილი და 5 წილი წყალი შევურიოთ ერთმანეთს და დავუმატოთ 1 ჩ/კ თაფლი. ნარევი კარგად შევიზილოთ თმის ძირებში, გავიჩეროთ 30 - 40 წთ და ჩამოვიბანოთ თბილი ანადუღარი წყლით. აღნიშნული ნარევი გამოიყენება ცხიმიანი სებორეის დროს.

  • ქაცვის ნაყოფის წვენი ხელს უშლის თმის ცვენას, ქერტლის გაჩენას, კურნავს თავის კანზე არსებულ ჭრილობებს.

  • 100 გრ მკვახე კაკლის მწვანე კანი დავჩეჩქვოთ, დავასხათ 0,5 ლ არაყი, დავაყენოთ ბნელ, თბილ ადგილას 2 კვირით. პერიოდულად შევანჯღრიოთ, გავწუროთ. შევიზილოთ თავში სოკოვანი ფლორის მოსპობის მიზნით.

სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი