გურული კერძი- ქათამი ღვინოში

გურული კერძი- ქათამი ღვინოში
მომზადების დრო- 1 საათი, პორციების რაოდენობა- 4-6, მომზადების სირთულე- საშუალო
კალორიულობა- 601 კკ, ცილა- 39გ, ცხიმი-46გ, ნახშირწყლები- 8გ

საჭირო მასალა:

  • დაფქული დარიჩნი- 1 ჩ.კ
  • დაფქული მიხაკი- 1 ჩ.კ
  • ნიგოზი ან თხილი-100გ
  • ოხრახუში- 1 კონა
  • ქათამი - 1.2- 1.5 კგ
  • ხახვი- 2 თავი
  • კარაქი- 1,5 ს.კ
  • მშრალი პაპრიკა- 1 ჩ.კ
  • მარილი
  • ყვითელი ყვავილი-6 ცალი
  • ქინძი- 1 კონა
  • წითელი მშრალი ღვინო-1ჭიქა

მომზადების წესი:

  1. ქათამი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით საშალო ზომის ნაჭრებად და მოათავსეთ ქვებში.
  2. ქათმის ცხიმი დაჭერით წვრილ ნაჭრებად.
  3. კარაქი გაალღვეთ ტაფაზე, დაუმატეთ დაჭრილი ცხიმი და გადაიტანეთ ქვაბში.
  4. ხახვი გაარჩიეთ და დაჭერით რგოლებად. ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპში. მწვანილი გარეცხეთ და ძალიან წვრილად დაჭერით.
  5. სუნელები აურიეთ მარილთან ერთად.
  6. ხახვი, ნიგოზი და მწვანილი დაამატეთ ქვაბში, რომელშიც ქათმის მომზადებას აპირებთ.
  7. დაუმატეთ ღვინო და თუშეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაახურეთ ქვაბს თავსახური და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. კერძს სრულ გამზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაუმატეთ სუნელები.
გემრიელად მიირთვით.