წარსული ცხოვრების ჰოროსკოპი: რას მოგითხრობთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე

წარსული ცხოვრების ჰოროსკოპი: რას მოგითხრობთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე
ბუდიზმის მიხედვით, თითოეული ჩვენგანი იბადება და კვდება არაერთხელ. იცვლება მხოლოდ სხეული, მაგრამ არა სული. თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მოგითხრობთ, თქვენი წარსული ცხოვრების შესახებ.

ვერძი

თუ ვერძის ნიშნის ქვეშ დაიბადეთ, წარსულ ცხოვრებაში მარტოხელა, ზარმაცი, უპრინციპო და ხელმომჭირნე ადამიანი იყავით. შესაძლოა, ახლობელ ადამიანსაც უღალატეთ.

კურო

კუროების კარმა პრაქტიკულად სუფთაა. ძალიან გიმართლებდათ წინა ცხოვრებაში. ბევრს გასცემდით, ამიტომაც გაქვთ მიდრეკილება სიმდიდრისადმი და ძალაუფლებისადმი.

ტყუპები

ტყუპებს წარსულ ცხოვრებაში დიდი ძალაუფლება ჰქონდათ, არ უმართლებდნენ იმედებს მათ, ვინც მათზე იყო დამოკიდებული. ასევე, ძალიან დიდი ჭორიკნები და მატყუარები იყვნენ.

კირჩხიბი

დიდი ალბათობით, მარტოხელა ადამიანი იყავით. თქვენი კარმა წინა ცხოვრებაში სრულებით გაიწმინდა. შესაძლოა, იყავით ძალიან ღარიბი და სუსტი ჯანმრთელობა გქონდათ.

ლომი

ლომები - კარმული მოვალეები არიან. ორპირი იყავით და ცდილობდით მიგეღოთ ყველაფერი, რაც კი გსურდათ. თუმცა, სიმდიდრსი მოხვეჭის ყველა მცდელობა კრახით სრულდებოდა.

ქალწული


კარმული ვალი საკმარისად გაქვთ, ამიტომ შესაძლოა წარსულ ცხოვრებაში დაუნდობელი ადამიანი იყავით. შეგეძლოთ ფიზიკური და მორალური ტკივილის მიყენება.

სასწორი


ყველაზე ზარმაცი ადამიანი იყავით, არ აღიარებდით შეცდომებს და მუდამ ეძებდით თვითდამკვიდრების გზებს სხვების ხარჯზე.

მორიელი

შესაძლოა, თქვენი სიცოცხლე უდროოდ გაწყდა, ამიტომ თქვენი კარმა სუფთაა. ეგოისტი იყავით - ეს ერთადერთი ნაკლია, რომლის გამოც ამ სიცოცხლეში პასუხისგემა გიწევთ.

მშვილდოსანი


მშვილდოსნები ღარიბები იყვნენ წინა ცხოვრებაში, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანები და თავმდაბლები. სათანადოდ არ გაფასებდნენ, მაგრამ კარგი ტონის წესებს მუდამ იცავდით და არ გამოთქვამდით უკმაყოფილებას, თქვენი კარმა ყველაზე სუფთაა.

თხის რქა

თხის რქები დიდი ალბათობით ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. უამრავ ადამიანს გაუცრუეთ იმედები, მათ თქვენი სჯეროდათ, მხარს გიჭერდნენ, მაგრამ თვალები დახუჭეთ ამაზე და მათ ხარჯზე გადაწყვიტეთ გამდიდრება.

მერწყული

მერწყულები ძალიან ბნელი პიროვნებები იყვნენ, სხვისი უბედურების ხარჯზე გაგქონდათ თავი, მაგრამ მოახერხეთ შეცდომების გამოსწორება. ახლა თქვენი კარმა სუფთაა.

თევზები


თევზები ძალიან ცნობილი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ყველას უყვარდა და პატივს სცემდა. დიდწილად, ეს დაუმსახურებლად იყო, რადგან უამრავი ნაკლი გქონდათ, რომლის გამოსწორებას არც კი ცდილობდით.