10 ბუნებრივი ანტიბიოტიკი: ფაქტები, რომლებსაც ფარმაცევტული კომპანიები მალავენ

10 ბუნებრივი ანტიბიოტიკი: ფაქტები, რომლებსაც ფარმაცევტული კომპანიები მალავენ
როდესაც ადამიანები ავად ხდებიან, პირველ რიგში ექიმს მიმართავენ იმ დით, რომ მის მიერ გამოწერილი წამლები, სიროფები და მიქსტურები ფეხზე დააყენებთ სულ რამდენიმე წუთში. ბაქტერიალური ინფექციების შემთხვევაში, ექიმი უწერს ანტიბიოტიკებს. თუმცა, ამ პრეპარატებს უამრავი უკუჩვენება გააჩნია, ერთს კურნავენ, მეორეს აზიანებენ.

ანტიბიოტიკების მიღებისას, ირღვევა ნაწლავების ბუნებრივი მიკროფლორა, ამით კი ისპობა სასარგებლო ბაქტერიები. შედეგად კი ვიღებთ დასუსტებულ იმუნიტეტს, საკვების მიმართ ალეგრიას და ნაწლავურ დარღვევებს.

რა უნდა ვიცოდეთ ანტიბიოტიკების შესახებ:

ანტიბიოტიკების უმეტესობა ინფექციაზე სულ რამდენიმე საათში მოქმედებს მიღების შემდეგ. თუმცა, მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსის ბოლომდე დასრულება: არის რისკი, რომ ინფექცია წამლის მიმართ უფრო მდგრადი გახდეს და უფრო ძლიერი ანტიბიოტიკის დანიშვნა გახდება საჭირო.

ანტიბიოტიკების მიღებისას მნიშვნელოვანია კვების რაციონზე ყურადღების მიქცევა. იგი უნდა შეიცავდეს А, Е და ც ვიტამინებს, რომლებსაც სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

თუ ანტიბიოტიკების სახით ნატურალური პროდუქტების გამოყენება გსურთ, მათი ძიება არ მოგიწევთ, რადგან დიდი ალბათობით, ეს პროდუქტები თქვენს სამზარეულოში უკვე არის. გთავაზობთ საუკეთესო ბუნებრივი ანტიბიოტიკების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებლად მოიპოვება თქვენს სახლში.

ნიორი

ნიორი მძლავრი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც ებრძვის ისეთ ბაქტერტიებს როგორებიცაა სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და სხვ. კვლევების თანახმად, ისინი ვინც ყოველდღიურად მოიხმარდნენ ნიორს, გათავისუფლდნენ დიაბეტისგან, მაღალი წნევისგან, ალერგიისგამ და გულის დაავადებებისგან.

პირშუშხა

ეს მცენარე ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში, ასევე ამაღლებს იმუნური სისტემის აქტივობას, ეფექტურია ყელის სამკურნალოდ. მისი ხშირი მოხმარება სპობს ბაქტერიებს, რომლებიც შარდმდენი გზების ინფექციებს იწვევს.

С ვიტამინის შემცველი ხილი და ბოსტნეული

С ვიტამინი ამყარებს იმუნურ სისტემას, ეხმარება სხეულს ავადმყოფობასთან გამკლავებაში. С ვიტამინით მდიდარი ხილი: მარწყვი, საზამთრო, ქლიავი, ლიმონი, კივი, ფორთოხალი. ბოსტნეული: წიწაკა, ხახვი, ოხრახუში, კომბოსტო, ისპანახი, პომიდორი.

თაფლი

თაფლს ხალხში ბუნებრივ ანტიბიოტიკს უწოდებენ. მას ანტიბაქტერიალური, ვირუსების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია, რომელსაც თქვენს საკეთილდღეოდ გამოიყენებთ.

დარიჩინი

დარიჩინს უამრავი უნიკალური თვისება გააჩნია. იგი შეიცავს დიდი ოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც აჩერებს ბაქტერიებისა და სოკოს გავრცელებას, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, დადებითად ზემოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვალზე, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და დიაბეტის საუკეთესო პროფილაქტიკაა.

ჯანჯაფილი


ჯანჯაფილი სპობს გრიპის ვირუსებს, ამაღლებს იმუნურ სისტემას, რეკომენდებულია გულის რევის შეგრძნებისას და ღებინების დროს, კუჭის აშლილობისას, ოსტეოართროზის დროს ტკივილების შესამცირებლად და კიბოს ბუნებრივ პროფილაქტიკასაც წარმოადგენს.

ევკალიპტი

ევკალიპტის გამოყენება შესაძლებელია ადგილობრივი ანტიბიოტიკის სახით, რადგან კანზე წასმით იგი სპობს ბაქტერიებს. ჩაიში დამატებული ევკალიპტი სასარგებლოა ინფექციებთან ბრძოლაში, შველის ხველისას, ეფექტურია წონაში დაკლებისთვის.

ექინაცეა

ეს ბალახი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ამაღლებს იმუნურ სისტემას, აცილებს ტკივილს, ამცირებს ანთებას და გააჩნია ანტივირუსული და ანტიოქსიდანრუტი ეფექტი. ექინაცეას ექსტრაქტი ებრძვის ჰერპესის ვირუსს, ეფექტურია გრიპისა და გაციების წინააღმდეგ, ასევე სპობს ოქროსფერ სტაფილოკოკს.

ვაშლის ძმარი

ეს პროდუქტი შეიცავს ვაშლის მჟავას, რომელიც ცნობილია ანტივირუსული, ანტიბაქტერიალური და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით. იგი მომაკვდინებლად მოქმედებს ყველა სახის მიკრობებზე, რომლებიც პირის ღრუში ბუდობს, იწოვს ტოქსინებს და მავნე მიკროორგანიზმებს.

დაფნის ფოთოლი


დაფნის ფოთოლი სპობს მავნე მიკრობებისა და სოკოს ფართო სპექტრს და ხელს უწყობს ორგანიზმში სასარგებლო ბაქტერიების გავრცელებას.