თუ თქვენ ამინდის ცვლილებისას თავი გტკივდებათ და ხასიათი გიფუჭდებათ, აი როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს!

თუ თქვენ ამინდის ცვლილებისას თავი გტკივდებათ და ხასიათი გიფუჭდებათ,  აი როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს!
როგორც კი იწყება ამინდის ცვლილება, მტკივდება თავი. როგორ მოვიქცე? განსაკუთრებით მგრძნობიარე ვარ სიცივის მიმართ.

ექიმის კომენტარი:
როდესაც ადამიანს თავის ტკივილი ეწყება ამინდის ცვლილებისას, ამ დამოკიდებულებას მეტეოპათია ეწოდება. მსგავსი რეაქცია ყველაზე ხშირად ვლინდება ხოლმე ძლიერ ქარზე, მაგრამ არანაკლებ გავლენას ახდებს ადამიანზე გარემოში წნევისა და ტენიანობის ცვლილება. მსგავსი თავის ტკივილი განსაკუთრებით აწუხებთ შაკიკით დაავადებულებს. ცივი ამინდი ტკივილის როვოცირებას იწვევს, რადგან ასეთ დროს ვითარდება სისხლძარღვთა სპაზმი, ირღვევა სისხლის მიმოქცევა. ასეთ ადამიანებში თავის გადაცივებამ სერიოზულ გართულებებამდე შეიძლება მიგვიყვანოს - ზოგჯერ გულის შეტევაც კი ვითარდება. უნდა გახსოვდეთ, რომ ყოვლად დაუშვებელია თქვენთვის ცივ ამინდში თავმოხრილი სიარული, განსაკუთრებით დაბანილი, სველი თმით.

ეფექტურია მეტეოპათიური მასაჟი:
მგრძნობიარე წერტილებზე თავადაც შეგიძლიათ იმოქმედოთ, თუ მათზე მდოგვიანი წებოვანი ფირფიტის პატარა ნაჭერს დაიკრავთ.
ეს წერტილებია: წარბის ზემოთ, თვალის ქვემოთ, ყურის უკან, საფეთქლებზე.
თითებით შეეხეთ აღნიშნულ ადგილებს და მოძებნეთ ყველაზე მტკივნეული წერტილი, რომელზეც უნდა დაიკრათ 0,5 სმ დიამეტრიანი ფირფიტა.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი შეკითხვა ექიმს