ამ 10-მა ხრიკმა მოდის სამყარო თავდაყირა დააყენა.. ღრმა და მიმზიდველი გამომეტყველება!

ალბათ, არ დაბადებულა ქალი, რომელიც თავისი გარეგნობით სრულებით კმაყოფილია. პატარა დეფექტების დასაფარად, არ არის აუცილებელი, ქირურგიულ ჩარევას მივმართოთ. სწორ მაკიაჟს საოცრებების ჩადენა შეუძლია. დღეს fpaparazzi რამდენიმე საიდუმლოს გაგანდობთ, რომლებიც დაგეხმარებათ ვიზუალურად გაადიდოთ თვალები და მზერა ძალზედ მიმზიდველი გახადოთ.

მაკიაჟი თვალების გასადიდებლად

ორმაგი შეიდინგი

ჰოლივუდის ვარსკვლავების ვიზაჟისტი, ჯეიკ ბეილი გვირჩევს, გამოვიყენოთ როგორც მინიმუმ თვალის 2 ფერის ჩრდილი - მუქი და ღია. ღია ფერის მთლიან მოძრავ ქუთუთოზე უნდა წაისვათ, მუქი კი - ქვედა ქუთუთოზე და შიდა კუთხეებში. ეს მეთოდი ვიზუალურად ადიდებს თვალებს.

ჩრდილების სწორად გამოყენება

ჩრდილების გამოყენების სწორი მეთოდი დაგეხმარებათ თვალების ფორმის ეფექტურად კორექციაში და ღირსებების ხაზის გასმაში.

წარბები მნიშვნელოვანია!


საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სწორად გამოკვეთილ წარბებს სახის შეცვლა შეუძლია. რაც უფრო მაღლაა აწეული, მითუ უფრო ღიაა მზერა.

ნუ შეგაშინებთ ფერები

მოდის თანამედროვე ტენდენციები ითვალისწინებს ექსპერიმენტებს. ასე რომ, სწორად შერჩეული ფერები მოხდენილად გამოკვეთავს ყველა ღირსებას და ბუნებრივ სილამაზეს.

ბუნებრივი სილამაზე

ჩრდილების კრემისფერი და ყავისფერი ელფერები დაგეხმარებათ, ხაზი გაუსვათ ღირსებებს, რომლებითაც ბუნებამ დაგაჯილდოვათ, მზერაც მეტად გამოკვეთილი იქნება.

თვალების კონტურინგი

უამრავი ჰოლივუდელი ლამაზმანი იყენებს თვალების კონტურინგს. ამ მეთოდით ნებისმიერი ნაკლის დაფარვა შეიძლება, მზერა მიმზიდველი და მკვეთრი ხდება, თვალები კი ვიზუალურად დიდდება.

ნუ დაივიწყებთ ისრებზე

ისრების ხაზი თვალის შიდა მხარეს წვრილი უნდა იყოს და დიდდებოდეს გარე მხარეზე. ნუ დააგრძელებთ მეტისმეტად ხაზს, უმჯობესია მოკლე და აპრეხილი.

გაიღიავეთ კუთხეები

თვალების გასადიდებელი კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი - კუთხეების ღია ფერის ჩრდილებით ან ფანქრით გაღიავება. მზერა მიმზიდველი და ფართო ხდება!

ცოტაოდენი ციმციმი

ჩრდილები ცოტაოდენი ციმციმით იოლად გამოკვეთავს თვალებს და მაკიაჟს წარმოუდგენლად ნაზს გახდის.

Smoky eyes სტილის მაკიაჟი


ასეთი მაკიაჟი შესანიშნავად დაასრულებს იმიჯს საღამოს წვეულებებისთვის. მთავარი უპირატესობა - ნებისმიერი ფერის გამოყენება, ოღონდ სწორად შერჩეული და შეხამებული.