ექიმები გვირჩევენ: მიირთვით 1 ჩაის კოვზი ეს ნარევი, რათა აღიდგინოთ ძვლები და სახსრები.

ექიმები გვირჩევენ: მიირთვით 1 ჩაის კოვზი ეს ნარევი, რათა აღიდგინოთ ძვლები და სახსრები.
სახსრებთან და ძვლებთან დაკავშირებული პრობლემების დროს აუცილებელია დროულად შესაბამისი ზომების მიღება, რათა პრობლემამ არ შეიძინოს უფრო რთული და მასშტაბური ფორმა.

ჯანმრთელობის ეს მდგომარეობა შეიძლება განაპირობოს ჭარბი რაოდენობით მარილის ფენების დაგროვებამ, ძვლოვანი ქსოვილის დარბილებამ, დასუსტებამ, ორგანიზმში მიმდინარე ანთებითმა პროცესებმა და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემას საწყის სტადიაზე არ დავაიგნორებთ და დროულად შევუდგებით მკურნალობას, შევძლებთ უსიამოვნო შედეგების თავიდან არიდებას და ძვლოვანი ქსოვილების ბოლომდე აღდგენას.

ჩვენი ძვლები შედგება უამრავი მიკროელემენტისგან. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტებია: კალციუმი, კალიუმი, მანგანუმი, ფოსფორი, თუთია, სილიკონი და ა.შ. თუ ჩვენ საკუთარ კვების რაციონს მოცემული მიკროელემენტებით მდიდარი პროდუქტებით გავამრავალფეროვნებთ, ხანმოკლე დროში შევძლებთ დაზიანებული სახსრებისა და ძვლების აღდგენას.

''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ ძალზედ ეფექტურ ნატურალურ რეცეპტს, რომელიც ხანმოკლე დროში უმკლავდება ძვლებთან, სახსრებთან და მუხლებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამცირებს ტკივილს, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ამ უსიამოვნო პრობლემებითაა განპირობებული.

ინგრედიენტები:
  • 1 ლიტრი ნატურალური თაფლი;
  • 10 სუფრის კოვზი სელის თესლი;
  • 50 გრამი გოგრის თესლი;
  • 5 სუფრის კოვზი სეზამის თესლი;
  • 3 სუფრის კოვზი ქიშმიში;
  • 50 გრამი მზესუმზირის თესლი;
  • 50 გრამი ხორბლის ჩანასახები (გაღვივებული ხორბალი).

მომზადება:

თითოეულ ინგრედიენტს ვათავსებთ ბლენდერში და ვურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული საშუალება მოათავსეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

მიღების წესი:

ყოველდღიურად საუზმობამდე და სადილობამდე რამდენიმე წუთით ადრე მიირთვით ეს საშუალება 1 ჩაის კოვზის ოდენობით. მკურნალობის კურსი განაგრძეთ იქამდე, სანამ დამზადებული ნარევი არ ამოგეწურებათ. დროთა განმავლობაში სახსრებთან და ძვლებთან დაკავშირებული პრობლემები შემცირდება, ხოლო ხანმოკლე დროში საერთოდ წარსულში დარჩება.