ხალხური საშუალება, რომელიც დაგირეგულირებთ არტერიულ წნევას!

ხალხური საშუალება, რომელიც დაგირეგულირებთ არტერიულ წნევას!
ჰიპერტონიული დაავადების ძირითადი ნიშანია მომატებული არტერიული წნევა, რომელიც არაა დაკავშირებული შინაგანი ორგანოების ამა თუ იმ დაავადებასთან.
დაავადების სიმპტომებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გაღიზიანება, გულისრევა, ადვილად დაღლა, ძილის დარღვევა. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ცხვირიდან სისხლდენას.
მკურნალობის პროცესში ოქროს ულვაშის გამოყენება მაღლა სწევს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების ეფექტურობას.
არტერიული ჰიპერტონიის დროს შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი უნივერსალური საშუალება, როგორიცაა ოქროს ულვაშის ძირზე დამზადებული ბალზამი. ბალზამის დასამზადებლად აუცილებელია მცენარის სპირტიანი ნაჟური.

მომზადების და გამოყენების წესი:
კალიზიის (ოქროს ულვაშის) ფოთლები დავჩეჩქვოთ, დავასხათ სამედიცინო სპირტი სითხის დონე 2 - ჯერ უნდა აღემატებოდეს ფოთლების ფაფის დონეს ) და დავაყენოთ გრილ ადგილას 9 დღე.
ამის შემდეგ შუშის ჭურჭელში ჩავასხათ 40 მლ დაწმენდილი მცენარეული ზეთი და 30 მლ სპირტიანი ნაჟური. მჭიდროდ დავახუროთ, ვანჯღრიოთ რამდენიმე წუთი და მაშინვე დავლიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მომზადებული ნარევი საზიანოა.

  • არტერიული წნევის დასაწევად ეფექტურია კუნელის და ოქროს ულვაშის ნახარშების ნარევი. უნდა მივიღოთ 1 დესერტის კოვზი 2 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. მკურნალობის კურსი - 5 დღე.

  • ნახარში შეიძლება შევცვალოთ ნაყენების ნარევით - 1/2 ჩ/კ კუნელის ნაყენს შევურიოთ 1/2 ჩ/კ ოქროს ულვაშის ნაყენი და მივიღოთ ჭამამდე 1 სთ - ით ადრე.

  • თუ ოქროს ულვაშის მიღებისას ადგილი აქვს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისრევას, ქოშინს, ტკივილს მკერდის არეში, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შევწყვიტოთ და მივმართოთ ექიმს.

სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი