აი, თქვენი ყველაზე ძლიერი ფარული სისუსტე, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

აი, თქვენი ყველაზე ძლიერი ფარული სისუსტე, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ვარსკვლავები ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე ახდენენ ზეგავლენას, ამთ შორის, პიროვნების ჩამოყალიბებაში. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ თითოეულ ნიშანს თავისი ძლიერი და სუსტი მხარე აქვს. მოდით შევიტყოთ დაწვრილებით.

ვერძი - სიჯიუტე

ვერძები ბავშვობიდან ძალიან ჯიუტები არიან. სიამოვნებას იღებენ ვინმესთან კინკლავში ან ნიძლავში. მშვენივრად იაზრებენ ამას, მაგრამ ამ თვისების მოცილებას არც კი ცდილობენ.

კურო - სურვილების ხელის შეწყობა

კუროები, როცა სტრესში იმყოფებიან, იწყებენ საზიანო საკვების უზომო რაოდენობით ჭამას. უნდა გაიაზრონ, რომ დროდადრო ადამიანს რთული პერიოდები აქვს და ამ დროს უფრო ჯანსაღი მეთოდები უნდა გამოიყენონ - მაგალითად, დაკავდნენ სპორტით.

ტყუპები - თვითშეფასება სხვის ხარჯზე

დროდადრო ტყუპებს დაბალი თვითშეფასება აწუხებს. ამ დროს არ იციან, რა მოუხერხონ თავს და იწყებენ სხვების დამცირებას, წყენინებას და დაცინვას. შედეგად - იღებენ სასურველს, მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ ვინმე ისევ არ დაუწევს თვითშეფასებას.

კირჩხიბი - ყველას ”დედობის” სურვილი

კირჩხიბები ბავშვობიდან ოცნებობენ ოჯახზე და დედობაზე. ადრე ქორწინდებიან და აჩენენ შვილებს, რომლებზეც მეტისმეტად ზრუნავენ. მაგრამ ამასაც არ იკმარებენ და სხვებზეც გადადიან, რაც ხანდახან ძალიან მომაბეზრებელია.

ლომი - კომპლიმენტების მიღების სურვილი

ლომებს სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ შექება, მუდამ და ყოველთვის. მუდამ ყურადღების ცენტრში სურთ ყოფნა და ყველას აღფრთოვანება. და თუკი ლომს ბაძავენ, ეს არის მათთვის საუკეთესო კომპლიმენტი!

ქალწული - კონტროლის სურვილი

ქალწული ყველაფერს აკონტროლებს ირგვლივ და ღონდება, თუ რაიმე დეტალი გამოეპარა. იშვიათად, რომელიმე ქალწული მიხვდეს, რომ დროდადრო უნდა მოდუნდეს და ცხოვრებით დატკბეს. ეს მათ ძალებს აღემატება.

სასწორი - ჩაციკვლა

ყველაზე მეტად წვრილმანბზე უყვართ ჩაციკვლა. თუ რესტორანია შესარჩევი, ასობით ვარიანტს მოქექავენ და შესაძლოა იპოვონ კიდეც, რასაც ეძებდნენ. სუპერმარკეტში კბილის პასტასაც ისევე საგულდაგულოდ ეძებენ, თითქოს ეს რაიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ იყოს.

მორიელი - უარის თქმის არცოდნა

მორიელს არ ეხერხება უარის თქმა, თუნდაც ოპონენტის აზრი მისთვის გაუგებარი იყოს, მაინც დათანხმდება. მერე კი ფიქრობს, რატომ მოიქცა ასე. თუ მეგობართან შეხვედრა არ სურს, მაინც დათანხმდება, თავადაც არ იცის, რატომ.

მშვილდოსანი - სხვისი აზრის უგულებელყოფა

მშვილდოსანს ალერგია აქვს მათზე ვინც მას არ ეთანხმება. ვერ იღებს იმ ფაქტს, რომ სხვასაც შეიძლება თავისი აზრი ჰქონდეს. თავადაც არავის ეთანხმება. მოკლედ, შეკრული წრეა.

თხის რქა - ზედმეტი შრომისმოყვარეობა


ერთადერთია, ვინც ამდენს მუშაობს, შედეგად კი იღებს ნერვულ სტრესს, ახლობლებთან ურთიერთობების გაფუჭებას და ჯანმრთელობის გაუარესებას. ვერ აცნობიერებს, რომ ხანდახან უნდა მოდუნდეს და დაისვენოს.

მერწყული - პრობლემების გადაწყვეტის სურვილი

მერწყული გიჟდება, როცა ახალი პრობლემა ესახება. პირველ წამს შეიძლება შეეშინდეს, მაგრამ შემდეგ მის გადაწყვეტას შეუდგება მთელი ძალებით. ნებისმიერ დეტალს განიხილავს ამასთან. ეს ცუდი არ არის, მაგრამ ავიწყდება, რომ ცხოვრებაში ბევრი სხვა საინტერესო რამ ხდება.

თევზები - პესიმიზმი

თევზები მუდამ თავიანთ ფიქრებში არიან ჩაძირული. თუნდაც მათ ცხოვრებაში სასიხარულო რამ ხდებოდეს, საკუთარ თავში იკეტება. უნდა ისწავლონ ცხოვრებით ტკბობა. ბოლოს და ბოლოს ბევრი ფიქრისგან ნაადრევი ნაოჭები ჩნდება.