9 საზიანო რამ, რაც დიდი ხანია, ჩვევად გვექცა. კმარა საკუთარი ორგანიზმის განადგურება!

9 საზიანო რამ, რაც დიდი ხანია, ჩვევად გვექცა. კმარა საკუთარი ორგანიზმის განადგურება!
ხშირად, ჩვენი დღეები ერთმანეთს ჰგავს. იღვიძებ დილით და რობოტებივით ვფუნქციონირებთ და ვეფლობით ყოველდღიურ რუტინაში. თუმცა, არსებობს გარკვეული რამეები, რომლებზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რადგან ყოველდღიური ჩვევები განაპირობებს ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევები

არასწორი სუნთქვა

დაუფიქრებლად, ჩვენ ვსუნთქავთ მკერდით, მაგრამ ბევრად ეფექტურია მუცლით ან დიაფრაგმით სუნთქვა. ასეთი სუნთქვა უფრო ღრმაა და ეხმარება სტრესის მოცილებაში, წნევის დარეგულირებაში და ამტანობის ამაღლებაში.

ძალიან ხშირი ვარჯიში

თუ კვირაში 6 დღე ფიზიკური ვარჯიშით დავიტვირთებით, ამისგან ზიანი მეტია, ვიდრე სარგებელი. ძლიერი დაძაბულობა გადაღლილობას გამოიწვევს და ვარჯიშის გაგრძელების სურვილი გაგიქრებათ. კარგი შედეგის მომტანია კვირაში 4 დღე ვარჯიში - შესანიშნავ ფორმაში იქნებით და სხეულსაც არ დაღლით.

არასწორი ფეხსაცმელი

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ არასწორი ფეხსაცმლის გამო შეიძლება ტკივილი იგრძნოთ სახსრებში და კისერში. იყავით ყურადღებით ფეხსაცმლის შერჩეევისას. სახსრების შეცვლა გაცილებით რთულია, ვიდრე ფეხსაცმლის.

მეტისმეტი ჰიგიენა


ხშირი ჰიგიენური პროცედურები არ არის სასარგებლო სხეულისთვის. ყოველდღიურად თავის დაბანა იწვევს კანის ზედმეტი ცხიმოვანი სეკრეტის გამომუშავებას. დღეში 2-ჯერ შხაპის მიღება აშრობს კანს და სპობს დამცავ გარსს.

ანტიბაქტერიალური საპნის გამოყენება

ამ ძლიერმოქმედ საშუალებას გააჩნია თავისი ნაკლიც: კანზე აგრესიული მოქმედება, ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითება.

რეცხვა

თქვენი ტანსაცმელი არც ისე სუფთაა, როგორც გგონიათ. თუ სარეცხ მანქანას არ რეცხავთ, მასში ობი და სოკო ვრცელდება. რეგულარულად გაწმინდეთ მანქანის დეტალები, რათა ტანსაცმლის სისუფთავით დატკბეთ.

ხანმოკლე ძილი

თუ 7 საათზე ნაკლები გძინავთ, ამან შეიძლება მეხსიერების პრობლემები გამოიწვიოს, ასევე ტონუსის დაქვეითება, ემოციური არასტაბილურობა და ორგანიზმის ფუნქციების სისტემის დარღვევა.

ცხოვრების მჯდომიარე წესი

ძილის დროს ხერხელამზე დატვირთვა 50 კგ-ს უტოლდება, დგომის დროს - 100კგ, ჯდომის დროს კი 220 კგ! წარმოიდგინეთ, რა დღეში აგდებთ ხერხემალს, როდესაც ფიზიკურ დატვირთვას უგულებელყოფთ.

მკაცრი დიეტა

სანამ კვების ახალ რეჟიმზე გადახვალთ, დარწმუნდით, რომ იგი ორგანიზმს არ დააზიანებს, მაგალითად, რაციონიდან ცხიმებისა და ნახშირწყლების გამორიცხვით.

ორგანიზმს ყველა ჯგუფი ესაჭიროება. ნახშირწყლები კუნთებს ენერგიით ამარაგებენ, ცხიმები გონების გამჭრიახობაზე ზემოქმედებს, ცილები - ქსოვილების საშენ მასალაზე.