თუ თქვენ დღის ძილის მოყვარული ხართ, აუცილებლად წაიკითხეთ მეცნიერების ეს დასკვნა.

თუ თქვენ დღის ძილის მოყვარული ხართ, აუცილებლად წაიკითხეთ მეცნიერების ეს დასკვნა.
ჩვენ მივეჩვიეთ დღის განმავლობაში შეუჩერებლად, დაუღალავად შრომას. საღამოს დადგომისთანავე ერთი სული გვაქვს, თუ როდის დავწვებით დასაძინებლად. როგორც წესი, ადამიანებს, რომელთაც დღის ძილი უყვართ, ზარმაცებად და უსაქმურებად აღვიქვამთ, რომელთა ცხოვრება ნაკლებად საინტერესოა. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ფიზიოლოგების მტკიცებით, დღე ერთი ან რამდენიმე საათით გამოძინება არა უბრალოდ სასარგებლო, არამედ აუცილებელია თითოეული ადამიანისთვის.

დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია დაწვრილებით მოგითხრობთ, თუ რატომაა სასარგებლო დღე გამოძინება და რა ცვლილებები იწყება ჩვენს ორგანიზმში ამ ჩვევის შედეგად.

დღის ძილი

უკვე მრავალი წელია, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერები ადამიანის ძილს იკვლევენ. მრავალი ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით ექსპერტები რამდენიმე საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ. განწყობის გასაუმჯობესებლად და ორგანიზმის სამუშაო რეჟიმზე გადასართავად საკმარისია დღე 2 საათით და ღამე 4 საათით გამოძინება. რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე დღე თავისუფალი საათების გამონახვა ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ოპტიმალური ვარიანტი ღამე 6-8 საათით და დღე 1 საათით გამოძინებაა.

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში სხვადასხვა კომპანიების თანამშრომლებს სამუშაო დღის განმავლობაში სპეციალურად ეძლევათ თავისუფალი დრო 15 წუთიდან 1 საათამდე, რათა მათ გამოძინება და გამოძინების შემდეგ ხარისხიანად მუშაობა შეძლონ.

დღის ძილის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე
  1. დღე გამოძინების შედეგად ჩვენ განწყობა საგრძნობლად გვიუმჯობესდება. ამ ჩვევის შედეგად ჩვენს ორგანიზმში მკვეთრად იზრდება სეროტონინის დონე. სეროტონინი - ჰორმონი, რომელიც ადამიანის კარგ განწყობაზეა პასუხისმგებელი.

  2. დღე გამოძინების შემდეგ ჩვენ გაცილებით უკეთ აღვიქვამთ და ვამუშავებთ ახალ ინფორმაციას. თუ თქვენ დაძაბული და სტრესული დღე გქონდათ, მნმიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე გირჩევთ, გამოიძინოთ 1 ან 2 საათით. გამოძინების შედეგად ადამიანი უკეთ ახერხებს სიტუაციის სწორად შეფასებას და გაანალიზებას.

  3. დღის განმავლობაში 40 წუთით გამოძინების ეფექტი უტოლდება 200 მგ კოფეინის მიღების ეფექტს. დიახ, დღე ძილი ტვირთავს და ავსებს ჩვენს ორგანიზმს ახალი ენერგიით.

  4. ცნობილია, რომ ლეონარდო და ვინჩის შეეძლო დღის განმავლობაში რამდენჯერმე გამოძინება. მეცნიერების მტკიცებით, დღე ძილის შედეგად ადამიანის შემოქმედობითობის პოტენციალი რამდენჯერმე იზრდება. ეს ფაქტი უკავშირდება გრძნობების გამძაფრებას, რომელიც კარგად გამოძინებული და დასვენებული ადამიანისთვისაა დამახასიათებელი.

  5. დღე ძილისა და ხარისხიანი დასვენების შედეგად ადამიანს უუმჯობესდება მეხსიერება.

  6. დღის განმავლობაში 1 ან რამდენიმე საათით გამოძინების შედეგად ჩვენ საგრძნობლად გვიუმჯობესდება კოგნიტური ფუნქციები (ყნოსვა, სუნი, გემო).

  7. დღის ძილი დაგიცავთ სტრესისგან, რადგან ასეთ დროს ჩვენს ორგანიზმში მცირდება კორტიზოლის დონე. კორტიზოლი - ჰორმონი, რომელიც დაკავშირებულია მშფოთვარებასთან, დიაბეტთან და წონის მატებასთან.

არ დაიშუროთ 1 საათი დღე გამოსაძინებლად, რათა გაიუმჯობესოთ განწყობა და ჯანმრთელობა, შეინარჩუნოთ სიმხნევე და ახალგაზრდობა მრავალი წლით. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!