სახეზე გამონაყარისა და ფერისმჭამელების დროს გამოიყენეთ ეს საშუალებები!

სახეზე გამონაყარისა და ფერისმჭამელების დროს გამოიყენეთ ეს საშუალებები!
ხშირად ფერისმჭმელები და გამონაყარი ჩნდება იმ უბნებში სადაც არის მსხვილი ჯირკვლები. განსაკუთრებით შუბლზე, ცხვირზე, ნიკაპზე, მკერდზე და ზურგზე. იგი წარმოადგენს კანის ცხიმის, მტვრისა და ბაქტერიების ნაზავს, რომელიც ჯდება კანის ფორებში და თანდათან აფართოებს მას. ფერისმჭამებელი შეიძლება გაჩნდენენ აგრეთვე მაშინ, როდესაც ადგილი აქვს კუჭ - ნაწლავის დაავადებებს.

საშუალებები რომლებიც უნდა გამოიყენოთ სახეზე ფერისმჭამელებისა და გამონაყარის დროს:
  • კაკლისოდენა საფუარი გახსენით ახალ რძეში და მიღებული ფაფა დაიდეთ სახეზე. გაიჩერეთ გაშრობამდე, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით, უკეთესია გვირილას ნაყენი. ეს ნიღაბი სასარგებლოა ფერიმჭამელებიანი, ფორებიანი კანისათვის. მშრალი კანისათვის ამ ნიღაბს შეიძლება დაუმატოთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ან ნუშის ზეთი.

  • ფერისმჭამელების მოსაცილებლად ბამბის ტამპონი ამოავლეთ ნებისმიერ კრემში. მერე კი მარილში ან საჭმლის სოდაში. წრიული მოძრაობით, ზედმეტი ზეწოლის გარეშე გაიწმინდეთ მთელი სახე, განსაკუთრებით ცხვირისა და ნიკაპის მიდამოები. კარგი იქნება, თუ ხშირად გაიმწინდავთ სახეს ლიმონის წვენით, ყინულის ნატეხებით. ფერიმჭამელებს კარგად აშორებს გახეხილი სტაფილოს ნიღაბიც.

სტატიის ავტორი: მერი კაიკაციშვილი
სტატიის წყარო:მკურნალობა ოჯახურ პირობებში და ექიმის რჩევები