ყველაზე მარტივი საშუალებები კოჟრის სამკურნალოდ!

ყველაზე მარტივი საშუალებები კოჟრის სამკურნალოდ!
კოჟრი გავრცელებული დაავადებაა. იგი უფრო ხშირია ფეხისგულებზე, განსაკუთრებით ზურგით ზედაპირზე. კოჟრი სხვადასხვა ზომის შეიძლება იყოს, მკვრივი, შეხებისას მტკივნეული, ყვითელი ფერის გასქელებული კანით დაფარული. ზოგჯერ კოჟრის ანთება და დაჩირქება ვითარდება.

კოჟრის მკურნალობა:
  • კოჟრს მოიშორებთ შემდეგი საშუალებით: ჯერ ფეხები ჩაყავით თბილ წყალში და გაიკეთეთ აბაზანა 10 - 15 წუთი. გაიმშრალეთ, კოჟრის ადგილას დაიდეთ ლიმონის თხელი რბილი ნაჭერი, ზემოდან გადააფარეთ ლიმონის თხელი კანი და შეიხვიეთ. ასე გაიჩერეთ 4 - 5 დღე, შემდეგ გაიკეთეთ სოდიანი თბილი აბაზანა - კოჟრი ამოვარდება. თუ პირველმა პროცედურამ შედეგი არ მოგცათ, გაიმეორეთ მეორეჯერ.

  • გაფცქვენით ხახვი, გაჭერით შუაზე, 3 - 4 დღით მოათავსეთ მაგარ ძმარში. ხახვს მოაშორეთ ორი - სამი ფოთოლი და დაიდეთ კოჟრის ადგილზე. გაიჩერეთ მთელი ღამე. მეორე ღამეს გაიმეორეთ ასევე. იგი სავსებით გაქრება.

  • კოჟრსა და მეჭეჭს მოირჩენთ აგრეთვე, თუ მის ადგილებში დაიდებთ ხახვის წვენისა და ძმრის თანაბარი ნარევის, მოხარშულ ხსნარში დასველებულ საფენებს და შეიხვევთ. ნახვევი გამოცვალეთ დილა - საღამოს.

სტატიის ავტორი: მერი კაიკაციშვილი
სტატიის წყარო:მკურნალობა ოჯახურ პირობებში და ექიმის რჩევები