ნაბასუხევთან ბრძოლის მარტივი ხერხები!

ნაბასუხევთან ბრძოლის მარტივი ხერხები!
ნაბახუსევის სინდრომის შესწავლისას მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ "ზედმეტი დალევა" საკმაოდ ძვირად უღირს ჩვენს ორგანიზმს. აი რას გვირჩევენ ისინი:
  • დალიეთ ცოტ - ცოტა და ნელ - ნელა, ამ შემთხვევაში ღვიძლზე დარტყმა არ იქნება ესოდენ დამანგრეველი.

  • უხვი და ცხიმიანი საკვების მიღება, ანელებს ალკოჰოლის მოქმედებას. თუ დაიწყეთ დალევა მაშინვე მიაყოლეთ ცხიმიანი საკვები.

  • სადღესასწაულო სუფრასთან ეცადეთ უერთგულოთ მხოლოდ ერთ სასმელს. უმჯობესია თეთრი ღვინო ან ჯინი, რადგან ის დანამატები, რომლებსაც შეიცავს კონიაკი, წითელი ღვინო და ვისკი, აძლიერებს ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას, იწვევს თავის ტკივილსა და თავბრუსხვევას.

  • ნუ გააზავებთ ან დააყოლებთ ალკოჰოლს გაზიან სასმელებს. გაზიან სასმელთან ერთად იგი გაცილებით
    სწრაფად გადადის სისხლში, ე.ი. გაცილებით სწრაფად დგება სიმთვრალე.

  • დალევისას თუ ატყობთ, რომ გადააჭარბეთ თქვენს ნორმას, მაშინვე შეწყვიტეთ სმა და მოითხოვეთ ცხელი ჩაი ლიმონით.

  • გამოიყენეთ ნაბახუსევთან ბრძოლის საუკუნეებით გამოცდილი "ბაბუას" მეთოდები: კომბოსტოსა და კიტრის მწნილის წვენები, ან ცხელი ჩაი ლიმონითა და თაფლით. მედიცინის თვალსაზრისით ეს "დანიშნულება" აბსოლუტურად გამართლებულია. მჟავეულობა, შეიცავს რა დიდი რაოდენობით კალიუმის მარილებს, ხელს უწყობს ორგანიზმში მათი დეფიციტის აღდგენას, ნატრიუმის ბალანსირებულ რაოდენობასთან ერთად. ამასთან, ავსებს ორგანიზმს სითხით, რომელიც არ ჰყოფნის.

  • ნაბახუსევზე "ბორჯომზე" არანაკლებ ეფექტურად გიშველით ერთ ჩაის ჭიქა ცივ წყალში გახსნილი ერთი სუფრის კოვზი თაფლი ან შაქრის ფხვნილი.

  • ხაშზე არანაკლებ ეფექტურია, კარაქზე ან ზეთზე მომზადებული ბოსტნეულის წვნიანი.

  • აზრი იმის შესახებ რომ თქვენ გიშველით შავი ყავა მცდარია. იგი წნევას მოგიმატებთ, გაგიღიზიანებთ კუჭის ლორწოვან გარსს და ამასთანავე, არ დაგაძინებთ. უმჯობესია დალიოთ ცხელი ჩაი ლიმონითა და თაფლით.

სტატიის ავტორი: მერი კაიკაციშვილი
სტატიის წყარო:მკურნალობა ოჯახურ პირობებში და ექიმის რჩევები