ლოსიონების დამზადება სახლში, ნორმალური ტიპის სახის კანისთვის.

ლოსიონების დამზადება სახლში, ნორმალური  ტიპის სახის კანისთვის.
ლოსიონი ( ტუალეტის წყალი ) და ნაყენი გამოიყენება არა მარტო სახის გასაწმენდად ჭუჭყისაგან, არამედ კანის სამკურნალოდაც. მათ აქვთ ანტისეპტიკური, ნაოჭებსაწინააღმდეგო და ანთების ჩამქრობი მოქმედება. ყველა ლოსიონი შეიცავს სპირტს, რომლის პროცენტული შემადგენლობა განისაზღვრება სახის კანის ტიპის მიხედვით.

ლოსიონების დამზადება ნორმალური ტიპის სახის კანისთვის.
ნორმალური, მაგრამ მგრძნობიარე სახის კანი დაბანის მაგივრად თხოულობს გაწმენდას ლოსიონით, რომელსაც ოჯახში თქვენ თვითონ დაამზადებთ.
  1. გლიცერინი - 5 მლ
    სპირტი 15 % - იანი - 30 მლ;
    კამის წყალი - 30 მლ;
    2 % - იანი ბორის მჟავა - 35 მლ.

  2. ძმარი - 10 მლ;
    სპირტი 15 % - იანი - 30 მლ;
    გლიცერინი - 5 მლ;
    წყალი - 55 მლ.

  3. კიტრის ნაყენი.
    ახალი კიტრი გახეხეთ სახეხზე. დაასხით თანაბარი რაოდენობის სპირტი. გააჩერეთ 2 კვირა. შემდეგ გაწურეთ, დაუმატეთ იმდენივე წყალი ( ანადუღარი, გაციებული ) და ყოველ 100 მლ ნაყენზე დაუმატეთ 5 მლ გლიცერინი.

  4. ლიმონის ნაყენი.
    ნახევარი ლიმონის წვენს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი გლიცერინი და 50 მლ წყალი. სახე გაიწმინდეთ წრიული მოძრაობით.

სტატიის ავტორი: თეონა ლაგაზაური
სტატიის წყარო:სამკურნალო კოსმეტიკა ყველასათვის