საშუალება, რომელიც გაგათავისუფლებთ ბუასილისგან ერთხელ და სამუდამოდ!

საშუალება, რომელიც გაგათავისუფლებთ ბუასილისგან ერთხელ და სამუდამოდ!
ბუასილი საშინელი დაავადებაა. ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო და დისკომფორტის საწინააღმდეგო საშუალებების ძიებას შესაძლოა წყები დასჭირდეს.
მიუხედავად ამისა, ბუასილის მკურნალობა შესაძლებელია სამკურნალო მცენარეებით. ალოე - მძლავრი ბიოგენური სტიმულატორია: ხსნის ანთებას მწვავე დაავადების დროს, მოქმედებს პროფილაქტიკურად ქრონიკული ფორმის დროს, ასევე ეხმარება წინასაოპერაციო მომზადების პერიოდში და ქირურგიული ჩარევის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდში.

ალოე აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას, ეწინააღმდეგება სიმსივნეების წარმოქმნას.

Fpaparazzi მოგითხრობთ ალოეს გამოყენების რამდენიმე მეთოდს ბუასილის სამკურნალოდ.

ბუასილის მკურნალობა შინაურ პირობებში


ორალური მიღება

ალოეს ორალური მიღება ოდნავ კუჭის ამშლელ ეფექტს აძლევს: განავალი რბილდება და ეს კარგად ზემოქმედებს სისხლძარღვების კედლებზე. ჭამამდე 20 წუთით ადრე უნდა მიიღოთ 1 ჩ.კ. ალოეს წვენი. სამკურნალოდ შეარჩიეთ 15 სანტიმეტრს მიღწეული ფოთლები, რადგან მათში უკვე საკმაო რაოდენობის ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებებია.

ალოეს ნახარშის კომპრესები

კომპრესები ეხმარება დაავადების გამწვავების პერიოდში, ღრმა ნაპრალების დროს. ალოეს ეფექტს ემატება სითბოს ეფექტიც.
მოჭერით 2-3 დიდი ფოთოლი, დაჭერით რამდენიმე ნაწილებად, მოათავსეთ ემალის ჭურჭელში და დაასხით თბილი ადუღებული წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე 15 წუთით, ყურადღება მიაქციეთ, რომ წყალი არ ადუღდეს. შემდეგ დაწურეთ.
დაკეცეთ ბინტი 6-8-ჯერ, ჩაალბეთ თბილ ნახარშში და დაიდეთ დაზიანებულ ადგილას 40-50 წუთით (ა დროს უმჯობესია დაწვეთ).

ალოეს ახლადდაწურული წვენის ტამპონი

ახლადდაწურული წვენი გამომადგებათ იმ შემთხვევაში, თუ მწვავე ანთება და სისხლდენა არ აღგენიშნებათ. დაიდეთ მტკივან ადგილზე ალოეს წვენში დამბალი ბამბის დისკი 2-3 წუთით.

ალოეს რბილობის სანთლები


ალოეს მსხვილ ფოთოლს მოაჭერით 5-6 სმ ნაჭერი. მოაცილეთ უხეში კანი. მიღებული ჟელეს მსგავსი რბილობი გამოიყენეთ, როგორც ჩვეულებრივი რექტალური სანთლები. პროცედურის ხანგრძლივობა - 20 წთ.

ალოე ჰიპოალერგენულია, ამიტომ მას არ გააჩნია არასასურველი რეაქციები, მაგრამ ძლიერი მგრძნობელობით გამორჩეულმა ადამიანებმა უმჯობესია ჩაიტარონ ტესტი (ქავილის, შეშუპების, სიწითლის).

ალოე რეკომენდებული არ არის ორსულთათვის, მენსტრუაციის დროს და დიარეისადმი მიდრეკილთათვის.