თუ თქვენ ამ 5 წესს დაიცავთ, გულის შეტევის რისკი 80%-ით შემცირდება. მეცნიერები გვიმტკიცებენ...

თუ თქვენ ამ 5 წესს დაიცავთ, გულის შეტევის რისკი 80%-ით შემცირდება. მეცნიერები გვიმტკიცებენ...
ინფარქტი - გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება. როდესაც ჩვენი არტერიები დაბინძურებული და დაცობილია, ფერხდება სისხლის მიმოქცევის პროცესი, რამაც შეიძლება გულის შეტევამდე მიგვიყვანოს. სამწუხაროდ, ეს საშინელი დაავადება ჩვენს დროში იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს.

ინფარქტის თავიდან არიდება და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაჯანსაღება მარტივადაა შესაძლებელი ცხოვრების სტილში და ყოველდღიურ კვების რაციონში გარკვეული ცვლილებების შეტანით. თუ გსურთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა და მხნეობა მრავალი წლით, აუცილებლად გაითვალისწინეთ რჩევები, რომელთაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ.

გულის შეტევის გამომწვევ მთავარ მიზეზად შეგვიძლია ცხოვრების თანამედროვე სტილი და სწრაფი ტემპი დავასახელოთ. საკმაოდ მასშტაბური და საინტერესო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ 5 არც თუ ისე რთული წესის დაცვის შემთხვევაში, ინფარქტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკი 80%-ით მცირდება.

მაშ ასე, 5 ჯანსაღი ჩვევა, რომელიც გულის დაავადებების განვითარების რისკს რამდენჯერმე ამცირებს:
  • დაანებეთ თავი მოწევას;
  • იკვებეთ ჯანსაღად;
  • თქვით უარი ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლზე;
  • მეტი ფიზიკური აქტივობა (დაუთმეთ ყოველდღიურად 40 წუთი სპორტს);
  • შეადგინეთ ჯანსაღი დიეტა.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, თუ ადამიანისთვის საკუთარი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა გამოირიცხოს კვების რაციონიდან რაფინირებული შაქარი, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები და კვების გადამუშავებული პროდუქტები (ძეხვები, სოსისები, ვიჩინა და ა.შ.).

ქოლესტერინი სხვადასხვა სახისაა: მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (HDL), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (LDL). მაღალი სიმკვირვის მქონე ქოლესტერინი არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებზე. სისხლში სწორედ LDL ქოლესტერინის დონის მატების შედეგად წარმოიქმნება ბალთები და საცობები, რომლებიც ბლოკავს ჩვენს არტერიებს და აფერხებს სისხლის მიმოქცევას. რაფინირებული შაქარი, თეთრი პური, გაიზრებული ტკბილი სასმელები - პროდუქტები, რომლებიც სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის მატებას განაპირობებს.

ჯანსაღი გეგმა

როგორც უკვე გითხარით, თქვენ მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ შაქარსა და კვების გადამუშავებულ პროდუქტებს. გარდა ამისა, რეკომენდირებულია ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების ჩანაცვლება დიდი რაოდენობით ბოსტნეულით, ცილებით გამდიდრებული პროდუქტებით და ჯანსაღი ცხიმებით (ნატურალური კარაქი, რძის პროდუქტები, თხილეული, მწვანილები და ა.შ.).

აუცილებელია ორგანიზმში ომეგა 3-ისა და ომეგა 6-ის ცხიმოვანი მჟავების მარაგის შევსება. ორგანიზმში ომეგა 3-ის დეფიციტმა შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ სერიოზულ პრობლემამდე მიგვყივანოს. სწორედ ამიტომ, გაამდიდრეთ საკუთარი რაციონი მცენარეული ზეთებითა და ცხიმიანი თევზით.

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია დიდი რაოდენობით ნატურალური ხილის მიღება. ხილი სასარგებლო მინერალების, ვიტამინების, ანტიოქსიდანტებისა და სხვა ფიტოქიმიური ნივთიერებების უდიდეს ბუნებრივ წყაროს წარმოადგენს. კვლევების თანახმად, ადამიანებში, რომლეთა ყოველდღიური კვების რაციონი ხილს მოიცავს, გულ-სისხძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკი 40%-ით დაბალია.

კიდევ რამდენიმე წესი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვათ:

  • მაქსიმალურად მოერიდეთ სტრესსა და მშფოთვარებას;
  • რეგულარულად მოუწყეთ საკუთარ თავს დასვენებისა და განტვირთვის დღეები;
  • მოერიდეთ ხანგრძლივი დროით ერთ ადგილზე ჯდომას;
  • თქვით უარი სტატინებზე (პრეპარატი სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად). გარდა იმისა, რომ მსგავსი პრეპარატებისთვის უამრავი გვერდითი მოვლენაა დამახასიათებელი, მათი ეფექტურობა საკმაოდ დიდი ეჭვის ქვეშ დგას.

რეკომენდირებულია ორგანიზმში D ვიტამინის მარაგის შევსება. რეგულარულად მიეფიცხეთ მზეს ან მიიღეთ სპეციალური დანამატები, რომელთა შეძენას ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ.

გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და სიმხნევე სიცოხლის ბოლომდე. არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის!