დიდებული ხაჭოს ღვეზელი ვაშლით- არაფერია ამაზე გემრიელი

დიდებული ხაჭოს ღვეზელი ვაშლით- არაფერია ამაზე გემრიელი
ხაჭოს ღვეზელი უნივერსალური დესერტია. ის შეიძლება დილით სკოლაში წასვლამდე მიართვათ შვილებს, ან ვახშმად, გემრიელ ლუკმად შემოინახოთ.
გთავაზობთ ხაჭოს ღვეზელის გამოცხობას ძალიან სწრაფად და მარტივად. აუცილებლად სცადეთ და იგი თქვენი საყვარელი რეცეპტი გახდება.

საჭირო მასალა:

  • ფქვილი- 300გ
  • შაქრის პუდრა- 100გ
  • ხაჭო- 400გ
  • კვერცხი- 2ცალი
  • შაქარი- 75გ
  • კარაქი- 200გ
  • ვანილი- 2გ
  • მანი- 40გ
  • არაჟანი- 50მგ
  • ვაშლი- 2ცალი


მომზადების წესი:


  1. ფქვილი ჩაყარეთ ჯამში, დაუმატეთ შაქრის პუდრა და ვანილი. დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ხელით მოზილეთ. შემდეგ დაუმატეთ 1ს.კ ცივი წყალი, მიეცით ბურთის ფორმა და შედეთ მაცივარში 20 წუთით
  2. შემდეგ გამოიღეთ და გააბრტყელეთ
  3. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, ზემოდან მოათავსეთ ცომი და შემდეგ ხაჭოს გულსართი. მის მოსამზადებლად ერთმანეთში აურიეთ კვერცხი, ხაჭო, შაქარი, მანი და არაჟანი.
  4. შემდეგ ზემოდან მოაწყვეთ დაჭრილი ვაშლის ნაჭრები და სურვილისამებ გააფორმეთ
  5. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და აცხვეთ ღვეზელი 40 წუთის განმავლობაში


გემრიელად მიირთვით.