ორგანიზმის გაწმენდის უძველესი, ყველაზე ცნობილი და ეფექტური მეთოდები!

ორგანიზმის გაწმენდის უძველესი, ყველაზე ცნობილი და ეფექტური მეთოდები!
არასწორი კვების შედეგად ორგანიზმში უამრავი შხამი გროვდება, რომელიც აავადებს მთელ ორგანიზმს და აგრეთვე კანსაც, რადგან იგი ჩვენი სხეულის განუყოფელი ნაწილია.
ჯანრთელობის დასაბრუნებლად საჭიროა ორგანიზმის გაწმენდა და ცხოვრების წესის შეცვლა.
ორგანიზმის გაწმენდის მრავალი მეთოდი არსებობს. ჩვენ შემოგთავაზებთ ყველაზე ცნობილ მეთოდებს. თქვენ შეგიძლიათ ამოირჩიოთ იგი შესაძლებლობების მიხედვით.
მკურნალობის დროს დიეტის დაცვა აუცილებელია. გამორიცხეთ ხორცეული, თეთრი ფქვილის ნაწარმი, შაქრისა და მარილის დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტები.

ორგანიზმის გაწმენდა ბრინჯით.
ბრინჯს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალოდ აღმოსავლეთში. იგი საუკეთესო გამწმენდი საშუალებაა. მას ორგანიზმიდან გამოაქვს შხამები, ქოლესტერინი, მარილები, ცხიმოვანი მჟავები, პათოგენური მიკროფლორა, ალამაზებს სახის კანს, მოქმედებს დამამშვიდებლად.
სამკურნალოდ იყენებენ უმ ბრინჯს, ამისათვის ყოველ დილით, ერთი ან ორი სადილის კოვზი უმი ბრინჯი ღეჭეთ. კარგად დაღეჭეთ შემდეგ ჩაყლაპეთ. ერთი კვირის შემდეგ ორგანიზმიდან გამოიდევნება შხამები, ლორწო, იწმინდება მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემა, შარდის ბუშტი და საერთოდ მთელი ორგანიზი.

ორგანიზმის გაწმენდა ვაშლის ძმრიანი ოყნით.
1 ლიტრ ანადუღარ თბილ წყალს დაუამტეთ 1 სუფრის კოვზი გლიცერინი და სამი სუფრის კოვზი 6 % - იანი ვაშლის ძმარი. ოყნა გაიკეთეთ 3 დღე ზედიზედ. შემდეგ 1 დღე გამოტოვებით ( 3 ოყნა ), შემდეგ 2 დღე გამოტოვებით ( 3 ოყნა ) და ბოლოს კვირაში ერთხელ.

ორგანიზმის გაწმენდის მარტივი მეთოდი.
დილით არ ისაუზმოთ. საკვები პირველად 14 საათზე მიიღეთ. ვახშამი კი 19 საათზე. ამგავრად, დღე - ღამეში შიმშილობის პერიოდი 18 - 19 საათიანი გამოგივათ. ეს დრო კი მოხმარდება აუთვისებელი საკვების გამოდევნას. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ თითო ჭიქა ცხელი, ანადუღარი წყალი მიიღეთ ყოველ საათში.
ამგვარი მარტივი მეთოდი ადვილი შესასრულებელია და შეგიძლიათ ცხოვრების წესად გადააქციოთ. ორგანიზმი ყოველთვის ნარჩენების გარეშე იქნება და არასოდეს შეგაწუხებთ არც ერთი ორგანოს დაავადება.

ორგანიზმის გაწმენდა შვიტას ( ჯორისძუა ) ნახარშით.
შვიტა მოადუღეთ და სვით ჩაივით ყოველ დღე 10 დღის განმავლობაში. დაიცავით დიეტა.
სტატიის ავტორი: თეონა ლაგაზაური
სტატიის წყარო:სამკურნალო კოსმეტიკა ყველასათვის