3 მკვებავი კრემის დამზადება მშრალი კანისათვის, სახლის პირობებში!

3 მკვებავი კრემის დამზადება მშრალი კანისათვის, სახლის პირობებში!
მშრალ კანს ყურადღება სჭირდება ბავშვობიდან, იგი მოითხოვს სისტემატურ მოვლას, რის გარეშეც მალე ბერდება. ასეთი კანი უნდა დაიცვათ მზის სხივების პირდაპირი მოქმედებისგან, ყინვისგან, სიცივისგან, ქარისაგან, ძალიან ცივი და ცხელი წყლისაგან.

მკვებავი კრემის დამზადება ოჯახში მშრალი კანისათვის.

  1. სპერმაცეტი - 2 გრ. თაფლის სანთელი - 2 გრ. ზეითუნის ზეთი - 6 გრ. ბორაქსი - 5 გრ. წყალი ( ანადუღარი, გაციებული ) - 20 მლ.
    სპერმაცეტი, სანთელი და ზეითუნის ზეთი ემალის ჭურჭლით ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში გადნობამდე. რომ გაცივდება შეათქვიფეთ ბორაქსიანი წყალი.

  2. მარგარინი - 50 გრ. 1 ჩ/კ თაფლი. 1 კვერცხის გული და 3 ს/კ მცენარეული ( უსუნო ) ზეთი ათქვიფეთ კარგად. თანდათან დაამატეთ ლიმონის წვენი 1 ჩ/კ. ზეთოვანი ვიტამინის 10 წვეთი. 1 ს/კ მაიონეზი, რამდენიმე წვეთი ქაფურის სპირტი. ყველაფერი ათქვიფეთ და გამოიყენეთ.

  3. 1 ს/კ მშრალი, დანაწევრებული გვირილის ყვავილები მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. 2 - 3 საათის შემდეგ გადაწურეთ. 50 გრ ნაღებიანი მარგარინი გაადნეთ წყლიან აბაზანაში მორევით, თანდათან დაუმატეთ 1/4 ჭიქა გვირილის ნაყენი, 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1/2 ჩაის კოვზი გლიცერინი და 30 გრ ქაფურის სპირტი.

კრემის წასმის წესი:
კრემი სახეზე წაისვით აუცილებლად საათის ისრის მიმართულებით. პირველად წაისვით თვალების ქვეშ. შემდეგ ორივე ხელის თითებით შუბლზე წაისვით ქვემოდან ზემოთ და საფეთქლების მიმართულებით. ლოყებზე კრემის წასმა იწყება ცხვირიდან საფეთქლებისაკენ. პირის გარშემო წასმა დაიწყეთ ნიკაპის შუადან სახის გვერდებისაკენ. ყელზე წაისვით ჯერ შუა ნაწილზე, შემდეგ კი გვერდით ზედაპირზე ქვემოდან ზემოთ.
სტატიის ავტორი: თეონა ლაგაზაური
სტატიის წყარო:სამკურნალო კოსმეტიკა ყველასთვის