სახის მკვებავი და დამარბილებელი საუკეთესო ნიღბები!

სახის მკვებავი და დამარბილებელი საუკეთესო ნიღბები!
ნებისმიერი მკვებავი, დამარბილებელი ნიღბები სახეზე გაიჩერეთ 15 - 20 წთ. ნიღაბი, რომელშიც ზეთი შედის, წყლით არ მოიშოროთ, არამედ მოიშორეთ ქაღალდის ხელსაწმენდით. კვერცხისა და თაფლის ნიღბები კი მოიშორეთ თბილი წყლით, ამის შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი.

თაფლის ნიღაბი
გაათბეთ 100 გრ თაფლი და თანდათან დაამატეთ წყალისა და სპირტის ნარევი 25 - 25 გრ. ურიეთ. შემდეგ წაისვით ბამბის ტამპონით. ეს ნიღაბი არბილებს და ელასტიურს ხდის კანს.

თაფლ - გლიცერინის ნიღაბი
1 ჩაის კოვზი თაფლი აურიეთ 1 ჩაის კოვზ გლიცერინში და 1 ჩაის კოვზ ფქვილში. დაუმატეთ 3 ჩაის კოვზი წყალი. დაიდეთ სახეზე და ყელზე. ნიღაბი კარგად წმენდავს და ახალისებს კანს.

თაფლის, კვერცხის გულისა და ზეთის ნიღაბი
კარგია მშრალი, გაღიზიანებული, ნაოჭებიანი კანისათვის. კვერცხის გული, ზეთი და თაფლი 50 - 50 გრ. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით სახეზე, ყელზე და მკერდზე.

თაფლისა და რძის ნიღაბი
კარგია მოთენთილი, მშრალი, მოყვითალო სახისათვის. იგი არბილებს კანს და ათეთრებს კიდეც. თაფლი და რძე აიღეთ თანაბარი რაოდენობით.

პარაფინ - ზეთის ნიღაბი
50 გრ პარაფინი, 5 გრ ზეთი, 5 გრ სპერმაცეტი, 5 გრ მცენარეული ზეთი. ყველაფერი მოათავსეთ ემალის ჭურჭელში და ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში გადნობამდე. შემდეგ თბილი წაისვით სახეზე და ყელზე ფუნჯით. 20 - 30 წუთის შემდეგ მოიხსენით. ნიღაბი არბილებს და აახალგაზრდავებს კანს.

ლობიოს ნიღაბი ( ესპანური რეცეპტი )
1 ჭიქა ლობიოს მარცვლები რამდენიმე წუთით დაალბეთ წყალში. შემდეგ მოხარშეთ და გახეხეთ. დაუმატეთ ლიმონის წვენი და 1 ს/კ ზეითუნის ზეთი. ეს ნიღაბი არბილებს და ათეთრებს კანს.

კვერცხის ნიღაბი
კვერცხი მთლიანად ათქვიფეთ. დაიდეთ წინასწარ გასუფთავებულ და ზეთწასმულ სახეზე. ამის შემდეგ ნიღაბი მოიშორეთ დაბანით. ბოლოს კი წაისვით ცხიმიანი კრემი.
სტატიის ავტორი: თეონა ლაგაზაური
სტატიის წყარო:სამკურნალო კოსმეტიკა ყველასთვის