კორდონ ბლუ ქათმით

კორდონ ბლუ ქათმით
გთავაზობთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს, რომელიც ამავდროულად ძალიან ლამაზად გამოიყურება. მის მომზადებას სულ 50 წუთი სჭირდება და მხოლოდ 250 კკ-იას შეიცავს.

საჭირო მასალა:
  • ქათმის ფილე- 4 საშუალო ზომის ნაჭერი
  • ½ ლიმონის წვენი
  • ლორი- 150გ
  • მაგარი ყველი- 150გ
  • ქარის ფხვნილი- 1ჩ.კ
  • პურის ორცხობილა- 100გ
  • კვერცხი- 1ცალი
  • მცენარეული ზეთი- 4ს.კ
  • მარილი და დაფქული წიწაკა- გემოვნებით

მომზადების წესი:
  1. ქათმის ფილე გარეცხეთ და ქაღალდის ხელსახოცით კარგად შეშრეთ შემდეგ კი მსუბუქად დაბეგვეთ
  2. ნიორი გაარჩიეთ და დაჭყლიტეთ. მიღებული მასა კარგად წაუსვით ქათმის ფილეს, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ლიმონის წვენი და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში ოთხის ტემპერატურაზე.
  3. ყველი და ლორი დაჭერით პატარა ნაჭრებად. ქათმის თითოეულ ნაჭერი სანახევროდ გაჭერითზე ზემოდან დაადეთ ყველისა და ლორის პატარა ნაჭერი და ხის ჩხირით დააფიქსირეთ.
  4. ქარის ფხვნილი აურიეთ ორცხობილასთან ერთად
  5. ქათმის ფილეს მოასხით გათქვეფილი კვერცხი და შეწვით ორივე მხრიდან, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
  6. მოაშორეთ ხის ჯოხები და მიიტანეთ სუფრასთან კარტოფილის პიურესთან ან ახალ სალათასთან ერთად.

გემრიელად მიირთვით.