ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ხასიათის დემონური თვისებები

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ხასიათის დემონური თვისებები
თითოეულ ადამიანს გააჩნია ბნელი მხარე, რომელიც ზოგიერთს ზღუდავს, ზოგი კი მას ოსტატურად იყენებს. და მაინც, ყველაზე უმანკო ანგელოზებსაც უჩნდებათ სურვილი, თავისი ”ეშმაკები” გამოავლინოს. ზოდიაქოს ყოველ ნიშანს გააჩნია თავისი ბნელი მხარე და სწორედ მათზე მოგითხრობთ დღეს.

ვერძი

ბუნებით დაუნდობლები, არასოდეს აღიქვამენ თავიანთი აგრესიის ძალას, სანამ საშინელებას არ დაატრიალებენ. ვერძები ჩაკეტილები და ბოროტები შეიძლება იყვნენ, რის გამოც მათი ახლობლები იტანჯებიან.

კურო

სიჯიუტე და სიხარბე - აი მათი მანკიერება. კუროები ხშირად ყველაფერს სათავისოდ აკეთებენ და არ ადარდებთ გარშემომყოფები. არაჯანსაღი ეგოიზმი გააჩნიათ, რომელსაც საზღვარი არ აქვს.

ტყუპები

ტყუპები ხშირად სცოდავენ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით. მათ არ შეუძლიათ საიდუმლოებების შენახვა, ამიტომ, ერთ-ორ ადამიანს მაინც მოუყვებიან. ტყუპები ასევე უგულოებიც არიან და თანაგრძნობას ვერ გამოხატავენ.

კირჩხიბი

ძალიან მგრძნობიარეები არიან და ყველაფერი სწყინთ, რაც გარშემომყოფებს ცხოვრებას ურთულებს. ახლობლებს უძნელდება მათთან ურთიერთობა, რადგან ვარდისფერი სათვალის მოხსნა არ უნდათ.

ლომი

დარწმუნებულები არიან თავიანთ სიდიადეში და ვერ გრძნობენ, თუ როგორ სასაცილოდ გამოიყურებიან მათ თვალში, ვინც კარგად იცნობს. უამრავი ბინძური საიდუმლო აქვთ, ასევე კომპლექსები და მეგობრების ხარჯზე იმკვიდრებენ თავს.

ქალწული

ქალწულებს უბრალოდ მანიაკალური გართულება აქვთ სისუფთავესა და წესრიგზე, რითაც წონასწორობიდან გამოჰყავთ გარშემომყოფები. მათი შფოთვა ურთიერთობებში უსიამოვნების მიზეზი ხდება.

სასწორი

სასწორი მუდამ ყოყმანობს, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება. საკუთარ თავში აგროვებს ნეგატივს, შემდეგ პოულობს მსხვერპლს და მასზე გადმოანთხევს ყველაფერს, რითაც დეპრესიამდე მიჰყავს.

მორიელი

ეშმაკი და აგრესიული ნიშანია. ყველაფერში ბოროტებას ხედავენ, ამიტომაც ხშირად წარუმატებლობა ხვდებათ. მორიელები მანიპულატორები არიან და ხშირად აყენებენ სხვა ადამიანებს უხერხულ სიტუაციაში.

მშვილდოსანი

თავის მოკატუნება ეხერხებათ, და ამით ხშირად ნიღბავენ თავიანთ სისულელეს. მუდამ სხვაზე არიან დამოკიდებულები და არც საინტერესოები არიან. და კიდევ, გამოირჩევიან არასტაბილურობით.

თხის რქა

იმდენად უყვართ კონკურენცია, რომ მზად არიან გადაწვან გზად ყველაფერი. ეს გახლავთ ლიდერობის არაჯანსაღი სურვილი. ხშირად ავიწყდებათ ცხოვრებით ტკბობა, რაც მათ რობოტებად აქცევს.

მერწყული

თავდაუზოგავად ცდილობენ თავი გამოიჩინონ ყველაფერში, რაც ხანდახან უადგილოა. ამ ნიშნის წარმომადგენლები უბრალოდ იკარგებიან, თუ მათ გვერდით მათზე განათლებული და საინტერესო ადამიანი ჩნდება.

თევზები


როდესაც ირჩევენ მიჰყვნენ დინებას, აქედან კარგი არაფერი გამოდის. არასტაბილურები არიან და დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლიათ. ხასიათის ცვალებადობა სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში ხელს უშლით. და კიდევ, უარის თქმა არ შეუძლიათ.