გსურთ, თქვენი თმა ძლიერი, მბზინვარე და სქელი გახდეს? უბრალოდ, შეურიეთ ეს 3 ინგრედიენტი!

გსურთ, თქვენი თმა ძლიერი, მბზინვარე და სქელი გახდეს? უბრალოდ, შეურიეთ ეს 3 ინგრედიენტი!
ყოველი ადამიანი კარგავს თმას, ასე რომ, თუ რამდენიმე ღერი დაცვენილი თმა შეამჩნიეთ, ეს ნორმალურია. დღეში დაახლოებით 50-100 ღერ თმას ვკარგავთ, მაგრამ თუ თმა საგრძნობლად დაგითხელდათ, უნდა მიიღოთ ზომები.

თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები

თმის ცვენის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა. როდესაც ეს მოულოდნელად ხდება, შეიძლება ეს რაიმე დაავადების, მშობიარობის ან პრეპარატების გამო იყოს. როდესაც ეს პროცესი თანდათანობით ხდება, ეს შესაძლოა გენეტიკის ბრალი იყოს.

ფაქტორები, რომლებიც იწვევს თმის ცვენას:

  • გენეტიკა და გამელოტება
  • აუტოიმუნური დაავადება
  • მძიმე ინფექციები
  • კიბოს მკურნალობა
  • მშობიარობა
  • სტრესი
  • წონაში დაკლება
  • რკინის დეფიციტი
  • მედიკამენტური მკურნალობა


მამაკაცები და ქალები ყოველწლიურად დიდ ფულს ხარჯავენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ არსებობს ნატურალური საშუალებები, რომლებიც ეხმარება თმის ცვენის შეჩერებაში.

გთავაზობთ ერთ-ერთი ასეთი საშუალების რეცეპტს, რომელიც ძალიან ეფექტური და ხელმისაწვდომია. საჭიროა მხოლოდ 3 კომპონენტი!

კვერცხის გული


კვერცხის გული შეიცავს ცილებს, ცხიმოვან მჟავებსა და ვიტამინებს, რაც ძალიან საჭიროა ჯანსაღი თმისთვის. А ვიტამინი ატენიანებს თმას და ხელს უწყობს ზრდაში. ლეციტინი იცავს მტვრევადობისგან.

თაფლი

თაფლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც არბილებს თმას და თავის კანს ჯანსაღ იმპულს აძლევს. ეწინააღმდეგება თმის ცვენას და ხელს უწყობს ზრდაში.

აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთი შეიცავს Ricinoleic ამინომჟავებს, აღწევს თავის კანში და არეგულირებს рН ბალანსს, აცილებს ქერტლს და იცავს თმას გარემოს მავნე ფაქტორებისგან.

ბუნებრივი ტონიკი თმისთვის:


ინგრედიენტები
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ს.კ. ნატურალური თაფლი
  • 2 ს.კ. აბუსალათინის ზეთი


მომზადება:


  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, წაისვით თავის სუფთა კანზე, დაიფარეთ საშხაპე ქუდი და გაიჩერეთ 2-4 საათით.
  2. დაიბანეთ თავი თბილი წყლით და შამპუნით.

გამოიყენეთ ტონიკი კვირაში 1-2-ჯერ და უკვე 2 თვეში საოცარ შედეგს მიიღებთ!