აირჩიეთ თაიგული და გაიგეთ, რა გელით ამ გაზაფხულზე

აირჩიეთ თაიგული და გაიგეთ, რა გელით ამ გაზაფხულზე
გაზაფხული სულ მალე დადგება. ეს გახლავთ შესანიშნავი პერიოდი ყვავილობისა, და სწორედ ამ დროს უამრავი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, დაიწყოს ახალი ცხოვრება. გაზაფხულზე ხომ შემოქმედების, სიყვარულისა და ცხოვრებით ტკბობის სურვილი გიჩნდება! მოცემულ ნახატზე აირჩიეთ თაიგული და გაიგეთ, რა გელით ამ გაზაფხულზე!

თუ თაიგული #1 აირჩიეთ, გაზაფხულზე მოულოდნელი მოვლენა გელით. ასეთ რამეს ნამდვილად არ ელოდით! საინტერესო ექსპერიმენტი, სრულიად ახალი ტალღა თქვენს ცხოვრებაში. უარი არ თქვათ ახალ შთაბეჭდილებებზე და მალევე მიხვდებით, თუ როგორი წარმატების მომტანია ეს!

თუ თაიგული #2 აირჩიეთ, ე.ი. ამ გაზაფხულზე ახალი თაყვანისმცემელი გაგიჩნდებათ. ძალიან ყურადღებიანი იქნება თქვენდამი და მის მიმართ თქვენც ვერ დარჩებით გულგრილი. თუ მეორე ნახევარი უკვე გყავთ, ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავა.

თუ თაიგული #3 აირჩიეთ, გელით მოგზაურობა. შესაძლოა, არც ისე შორს, როგორც გსურდათ, მაგრამ ეს გახლავთ შესანიშნავი შესაძლებლობა დროებით შეიცვალოთ გარემო. თამამად ჩააბარგეთ ჩემოდანი!

თუ თაიგული #4 აირჩიეთ, გაზაფხულზე მოისურვებთ შემოქმედებით დაკავებას, გამორიცხული არ არის, ნამდვილი შედევრი შექმნათ. გარისკეთ, დახატეთ, წერეთ, ჩართეთ ფანტაზია!

თუ თაიგული #5 აირჩიეთ
, ნამდვილი მგზნებარე გაზაფხული გელით! ემოციების მორევში გადაეშვებით და დაგიტყვევებთ. და ეს ძალიან მოგეწონებათ. რა დასანანია, რომ ვნებათა ღელვა დიდ ხანს არ გრძელდება!

თუ თაიგული #6 აირჩიეთ, არ არის გამორიცხული, ამ გაზაფხულზე მატება გქონდეთ. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ - ოჯახში მატებით დაწყებული - საფულით დამთავრებული.