როგორ შევაყვაროთ თავი ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს. ჰოროსკოპი პაემნებისთვის

როგორ შევაყვაროთ თავი ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს. ჰოროსკოპი პაემნებისთვის
პირველი პაემანი წარმატებული გამოდგება, თუ ამ საიდუმლოებებს გაეცნობით.

ვერძი

ვერძებს ვნება და სიყვარული ამოძრავებს. მათ მოსაპოვებლად ცოტათი ხელმიუწვდომელი, მაგრამ საინტერესო პიროვნება უნდა იყოთ. ვერძებთან ურთიერთობა იმითაა კარგი, რომ ცუდის დამახსოვრება არ იციან, ამიტომ, თჲ რაიმე შეცდომა დაუშვით, გაპატიებენ.

კურო

კონსერვატიულები და ძველმოდურები. ქალთან მოქცევა მხოლოდ ტრადიციულად იციან: რომანტიკული საღამოები, ყვავილები, კინო. საკითხს სერიოზულად უდგებიან. ნუ ეცდებით გამოტოვოთ რაღაც ეტაპები და დააჩქაროთ მოვლენები, მოიქეცით დინჯად.

ტყუპები

ტყუპებზე შთაბეჭდილებას მოახდენს კულტურული ღონისძიებებით დატვირთული პაემანი: კონცერტი, თეატრი, მუზეუმი. მათი ესთეტიკური შიმშილი უნდა დაკმაყოფილოთ. ამასთან, მოემზადეთ ხანგრძლივი საუბრისთვის და ყველა თემის განხილვისთვის.

კირჩხიბი

კირჩხიბთან პაემანი მის მთელ ოჯახს უნდა შეუთანხმოთ. დიდი ალბათობით, მშობლებს მალევე გაგაცნობთ, ამიტომ ჩაიცვით შესაბამისად. გაესაუბრეთ მათ სერიოზულ თემებზე.

ლომი


ლომის კომპლიმენტებით ხშირად განებივრება მოგიწევთ. საბედნიეროდ, ეს რთული ამოცანა არ არის, რადგან ყოველთვის მოქმედებენ ისე, რომ შექება დაიმსახურონ. უყვართ ყურადღება, ამაყობენ მხოლოდ საკუთარი თავით და თავისი პარტნიორითაც.

ქალწული

მეტისმეტი პერფექციონისტი. ორჯერ დარწმუნდით, რომ ნამდვილად დაჯავშნეთ რესტორანში მაგიდა. ასეთ შეცდომებს ქალწული არ პატიობს.

სასწორი


სასწორებს მუდამ ყველაფერზე საკუთარი აზრი გააჩნიათ, მათ შესაშური რუდიციაც აქვთ. თქვენ უბრალოდ მოგეთხოვებათ, მხარი აუბათ საუბარში. მათთან ურთიერთობის დადებითი მხარე არის ის, რომ ვერ იტანენ კონფლიქტებს და ნებისმიერ საკითხს სხვადასხვა კუთხით განიხილავენ.

მორიელი

ნდობა, ნდობა და კიდევ ერთხელ ნდობა. ეს მგზნებარე ნიშანი თქვენში საუკეთესო მეგობარს ხედავს. თუ მისი ურთიერთობის ვიწრო წრეში მოხვდით, ოდნავი სიყალბე დაანგრევს ყველაფერს სამუდამოდ.

მშვილდოსანი

ამ ნიშანს სჩვევია ურთიერთობები ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე. ამიტომ, არასოდეს შეაწუხოთ კითხვებით: ”როდის გადავალ შენთან?”. მათ უნდა ეთამაშოთ და მისცეთ განცდა, რომ თავისუფლებით ტკბებით და არც მას უზღუდავთ.

თხის რქა

ძალიან კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე ნიშანი, რომელიც ასეთივე ადამიანებს პატივს სცემს. მათზე შთაბეჭდილებებს ახდენს სხვების მიღწევები, ამიტომ თამამად მოუყევით. თხის რქა ძალიან სერიოზული ნიშანია და მასთან ხანმოკლე ურთიერთობებზე არც იფიქროთ.

მერწყული


ეს გახლავთ ძალიან პრინციპული ნიშანი, რომელიც პარტნიორად ჭკვიან და წესიერ ადამიანს ირჩევს. მერწყული შემწყნარებელია ნაკლის მიმართ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაკლის დამალვას არ ცდილობთ.

თევზები

ძალიან მგრძნობიარე თევზებს რომანტიკა უყვართ და ადამიანებში წარმოსახვით უნარსა და მსუბუქ ურთიერთობებს აფასებენ. თევზებისთვის შეუძლებელი არაფერია, წარმოსახვაში მაინც, ამიტომ ეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა.