როგორ ვებრძოლოთ გრიპსა და გაციებას, მედიკამენტების გარეშე!

როგორ ვებრძოლოთ  გრიპსა და გაციებას, მედიკამენტების გარეშე!
მეცნიერთა დაკვირვებით სურდოთი არ ავადდებიან ადამიანები, რომლებიც დღეში ორ გრამ C ვიტამინს იღებენ და ამასათანავე ერთად ბევრ ხილს და ბოსტნეულს მიირთმევენ.

  • თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ოთახის ტემპერატურის ერთ ჩაის ჭიქა წყალში გახსენით 2 ჩაის კოვზი თაფლი, 3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და გამოივლეთ პირის ღრუში.

  • ძალზე ეფექტურია ნივრის ინჰალაცია, დაჭყლიტეთ 3 - 4 კბილი ნიორი, წაუსვით ორ - სამ ფენა ბინტზე და ისუნთქეთ მისი არომატი, 5 წუთის განმავლობაში. ჩაისუნთქეთ არა პირით, არამედ ცხვირით. რამდენიმე პროცედურის შემდეგ სურდო მოგშორდებათ, აღარც ანგინა შეგაწუხებთ და არც ბრონქიტი.

  • საჭიროა ორგანიზმიდან დავაჩქაროთ მიკრობების გამოდევნა, ამისათვის საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება. ბოსტნეულის წვნიანი, ცხელი ჩაი ლიმონით და წითელი მოცხარით.

  • ყველაზე სანდო და კარგი საშუალებაა ძილის წინ ფეხების ცხელ წყალში ჩაყოფა.

  • ერთ ჭიქა წყალში გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი ზღვის მარილი და 3 წვეთი 5 % - იანი იოდის ნაყენი. გამოივლეთ ცხვირსა და პირის ღრუში.

  • ახალგამოწურულ სტაფილოს წვენს დაასხით თანაბარი რაოდენობის მდუღარე წყალი. ჩაიწვეთეთ თითოეულ ნესტოში 3 - 3 წვეთი, დღეში 4 - 5 - ჯერ.

  • კომბოსტოს წვენი, არეული თაფლთან ( თანაბარი რაოდენობით ) რეკომენდირებულია ზემო სასუნთქი გზების ანთებითი პროცესის დროს. ძლიერი ხველისა და ხმის დაკარგვის შემთხვევაში ავადმყოფს უნიშნავენ ჩაის კოვზით 5 - 6 - ჯერ დღეში.

  • ერთი ცალი ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპში, შეურიეთ 40 გრ ზეითუნის ზეთი და ერთი სუფრის კოვზი თაფლი. ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული ლიმონის ზეთი შეიზილეთ ნესტოებში დილა - საღამოს. თავდახურული ჭურჭლით მოათავსეთ მაცივარში, იგი დიდხანს ინახება და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ.

სტატიის ავტორი: მერი კაიკაიციშვილი
სტატიის წყარო:მკურნალობა ოჯახურ პირობებში და ექიმის რჩევები