სახის მათეთრებელი შვედური და რომაული ნიღბები ყველა ტიპის კანისთვის.

სახის მათეთრებელი შვედური და რომაული ნიღბები ყველა ტიპის კანისთვის.
ასეთი ნიღბები უნდა გაიკეთოთ ძილის წინ. რადგან მის შემდეგ სახეს მზის სხივები არ უნდა მოხვდეს. მისი გამოყონება შეუძლია ყველანაირი სახის ტიპის ადამიანს. ყოველდღიურად 1 თვის განმავლობაში. დღისით იხმარეთ დამცველი კრემი.

ნიღაბი მწვანე ბარდით ( რომაული რეცეპტი )
2 ს/კ მწვანე ბარდა აურიეთ 2 ს/კ შრატში. აზილეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. დაიდეთ სახეზე. 20 - 25 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

კარტოფილის ნიღაბი ( შვედური )
მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, გაასუფთავეთ, დაუმატეთ რძე, 1 კვერცხის გული და დადგით ორთქლის აბაზანაზე. გააჩერეთ 20 - 30 წთ. ( ქვაბში, რომელშიც წყალი დუღს, დაადგით თუშფალანგი, ზემოდან კი მოათავსეთ ნიღაბის მასა ). თბილი წაისვით სახეზე.

თაფლ - ლიმონის ნიღაბი
1 ცალი ლიმონის წვენი შეურიეთ 100 გრ თაფლს. ინახება დიდხანს. შეგიძლიათ ყოველდღიურად წაისვათ სახეზე, ყელზე, მკერდზე 10 - 15 წუთით.

კიტრის ნიღაბი
გამოიყენება ყველანაირი სახისთვის. გახეხილ კიტრს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ნებისმიერი მკვებავი კრემი. თუ ცხიმიანი სახის კანი გაქვთ კიტრის წვენს შეურიეთ იმდენივე არაყი. გააჩერეთ 24 სთ. მარლა დაასველეთ ამ ნაყენში და დაიდეთ სახეზე 15 - 20 წუთით. დატოვეთ თვალები, ცხვირი და პირი.
სტატიის ავტორი: თეონა ლაგაზაური
სტატიის წყარო:სამკურნალო კოსმეტიკა ყველასთვის