3 ხალხური საშუალება რომელიც ჭარბთმიანობისგან გაგანთავისუფლებთ!

3 ხალხური საშუალება რომელიც ჭარბთმიანობისგან გაგანთავისუფლებთ!
თმა ქალის სამკაულია, მაგრამ როდესაც იგი დიდი რაოდენობით ამოდის სახეზე, ხელებზე, ფეხებზე ან მკერდზე, ეს უკვე არასასიამოვნო ხდება. ჭარბთმიანობის მიზეზი მრავალია: მემკვიდრეობა, ჰორმონალური დარღვევა, საკვერცხეების, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები.
სანამ გადაწყვეტდეთ რომელიმე მეთოდით მოიშორეთ ზედმეტი თმები, გირჩევთ ექიმებთან დაადგინოთ ჭარბთმიანობის მიზეზი.
თმების მოსაშორებლად მრავალი საშუალება არსებობს: ეპილაცია, გაპარსვა, პინცეტით ამოგლეჯა, გაუფერულება და სხვა.
ეპილაცია ყველაზე ეფექტური მეთოდია თმების მოსაშორებლად. ამ დროს კვდება თმის "ფესვი" და ვეღარ ამოდის თმა, მაგრამ ეს პროცესი დიდ დროსა და ნებისყოფას მოითხოვს. გაპარსვისა და პინცეტით ამოღებისას, სწრაფად იშორებთ თმებს, მაგრამ სამაგიეროდ იგი უფრო უხეში ამოდის. გაუფერულების დროს კი მართალია თმები არ შორდება კანს, მაგრამ შეუმჩნეველი ხდება. თანდათან თმის ღერი სუსტდება და ბოლოს შეიძლება აღარც ამოვიდეს. ამ დროს გამოიყენება 7 - 10 % - იანი წყალბადის ზეჟანგი, რომელსაც უმატებენ რამდენიმე წვეთ ამიაკს.

ხალხურ მედიცინაში ჭარბთმიანობის მოსაშორებლად ასეთი რეცეპტებია ცნობილი, რომელსაც ადვილად გააკეთებთ ოჯახში.
  1. თუ ქრისტესისხლას წვენს წაისვამთ თმიან ადგილზე ყოველდღე, თმები თანდათან მოგშორდებათ.

  2. აიღეთ დამწვარი ხის ფერფლი და სველი ხელებით შეიზილეთ თმიან ადგილას. პროცედურა იმეორეთ იქამდე, სანამ მთლიანად არ მოგშორდებათ თმები.

  3. გაადნეთ 100 გრ კანიფოლი, 40 გრ სამედიცინო ცვილი, 10 გრ პარაფინი და ამ თბილი მასით სახის თმიანი ნაწილი დაიფარეთ. შემდეგ კი ჩქარი მოძრაობით ერთბაშად აიძრეთ გაცივებული მასა, რომელსაც თმებიც ამოჰყვება. გაცვენილი თმის ადგილზე უფრო სუსტი თმა ამოვა. ასეთი პროცედურების შემდეგ საბოლოოდ მოგშორდებათ თმები.

სტატიის ავტორი: თეონა ლაგაზაური
სტატიის წყარო:სამკურნალო კოსმეტიკა ყველასთვის