უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკი! დაიცავით თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობა.

უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკი! დაიცავით თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობა.
უკვე მრავალი ასწლეულია, რაც თაფლი ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად მიიჩნევა. ეს ნატურალური პროდუქტი საკმაოდ ხშირად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში სამკურნალო დანიშნულებით. ზუსტად იგივე შეგვიძლია ვთქვათ კურკუმაზე - ჩვენი ორგანიზმისთვის საოცრად სასარგებლო სანელებელი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით აზიის ქვეყნებში სარგებლობს. რა მოხდება, თუ ამ ორ ნატურალურ ინგრედიენტს ერთმანეთში შევურევთ? ჩვენ მივიღებთ მძლავრ კომბინაციას, რომელიც ფლობს უამრავ უპირატესობას ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გიზიარებთ გასაოცარ რეცეპტს, რომელიც ''ოქროს ნარევის'' სახელწოდებითაა ცნობილი. ეს საშუალება უამრავი ძვირადღებული პრეპარატის იაფი, თუმცა ძალზედ ეფექტური ალტერნატივაა, რომელიც რამდენჯერმე ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვით ძალებს.

კურკუმა და თაფლი, ''ოქროს ნარევის'' მთავარი კომპონენტები, საოცრად ეფექტურია ანთებითი და ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ნარევი არავჩვეულებრივია იმუნიტეტის გასაძლიერებლად და სიმსივნური დაავადებების თავიდან ასარიდებლად.

კურკუმა თაფლთან ერთად

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 100 გ თაფლი;
  • 1 ს.კ კურკუმის ფხვნილი;
  • 1 მწიკვი შავი წიწაკის ფხვნილი;
  • 2 ს.კ ვაშლის ძმარი;
  • 1 ჩ.კ ლიმონის დაფქული ცედრა.

თითოეული ინგრედიენტი მოათავსეთ ბელნდერში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა აუცილებლად გადაიტანეთ მინის ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ თავსაფარი და შეინახეთ მაცივარში.

მიღების წესი:

  1. გაციებითი დაავადებების, სეზონური ალერგიების პროფილაქტიკისთვის და ანტიკანცეროგენული ეფექტისთვის მიიღეთ ''ოქროს ნარევი'' ყოველ დილით 1 სუფრის კოვზის ოდენობით.

  2. თუ თქვენ თავს კარგად არ გრძნობთ და აღგენიშნებათ ინფექციური დაავადებების ადრეული სიმპტომები, ეს ნარევი აუცილებლად გამოგადგებათ. მიირთვით ''ოქროს ნარევი'' ნახევარი ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ იქამდე, სანამ დაავადების სიმპტომები არ გაქრება.

  3. გაითვალისწინეთ, აუცილებელია ამ ნარევის მიღება სწორი პრინციპით. მზა ''ოქროს ნარევი'' მოცემული რაოდენობით ჩაიდეთ პირის ღრუში და მოითმინეთ იქამდე, სანამ ის ბოლომდე არ გალღვება. არ გადაყლაპოთ ნარევი პირდაპირ. ამ საშუალების მიღების შემდეგ არ დალიოთ წყალი მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში. გარდა პირდაპირ მიღებისა, ''ოქროს ნარევი'' შეგიძლიათ გადაუსვათ პურის პატარა ნაჭერზე ან ჩაამატოთ ის ჩაიში. ჩაი აუცილებლად უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ინგრედიენტები კარგავს სასარგებლო თვისებებს.

აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!