ყვავილების ჰოროსკოპი: რომელი მცენარე მოგიტანთ წარმატებას

ყვავილების ჰოროსკოპი: რომელი მცენარე მოგიტანთ წარმატებას
როდესაც თილისმებზეა საუბარი, თავში უცებ ქვები ან რაიმე სიმბოლური ნივთები მოგვდის. არადა, ბევრმა არ იცის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო თილისმა ყვავილი ან მცენარე შეიძლება გახდეს.

ვერძი

ვერძების თილისმა გახლავთ ჟენშენი, რომელიც ამაღლებს ისედაც დინამიური ვერძების აქტივობას. გარდა ამისა, ეს მცენარე ხელს უწყობს მათი ფსიქიური მდგომარეობის სტაბილიზირებას. თუ ხართ ვერძი, რომელიც ინტელექტუალური შრომითაა დაკავებული - ჟენშენი თქვენთვის იდეალურია.

კურო

კუროებს ასტროლოგები ხასიათის გასაუმჯობესებლად იაჟუჟუნას ურჩევენ. იგი აუცილებელია სექსუალური და საერთო ენერგიის სწრაფად აღსადგენად. შეგიძლიათ დაამატოთ ეს მცენარე ჩაიში. იაჟუჟუნას მცენარე სახლში დადებით აურას მიიზიდავს.

ტყუპები

ტყუპებს სიმშვიდისა და გონების განათებისთვის ფურისულა სჭირდებათ. საერთოდ, ასტროლოგების აზრით, ტყუპებს ნებისმიერი მცენარე დაეხმარება, რადგან მათი ბიოველი ძალიან მოქნილია, ასე რომ ნუ მოგერიდებათ ექსპერიმენტების.

კირჩხიბი

როგორც წესი, კირჩხიბები წარუმატებლობას არ უჩივიან. ძალიან ძლიერი ადამიანები არიან, ამიტომაც ამ წარმატების გასამყარებლად და ჯანმრთელობის გასაფრთხილებლად გამოდგება სალბი. მასთან დიდ ხანს შეინარჩუნებთ ფიზიკურ და სულიერ სიჯანსაღეს.

ლომი

გვირილა - ყვავილი, რომელიც თქვენს ექსტრასენსორულ ნიჭსა და ინტუიციას ამაღლებს. ლომებს ხშირად ერთი ნაბიჯი აკლდებათ წარმატებამდე, სწორედ ამ დანაკლისის შევსება შეუძლია გვირილას. ეს ნამდვილი თილისმაა ლომებისთვის.

ქალწული

ქალწულებისთვის იდეალურია სამყურა, მას დამცავი თვისებები გააჩნია და ნეგატიურ ენერგიას იწოვს - თქვენს შიშებს, თავდაუჯერებლობას, მოწყენილობას. ასევე, მოგიტანთ წარმატებას ნებისმიერ სფეროში.

სასწორი


სასწორებს სულის სიმტკიცისთვის კუნელი სჭირდებათ, რომელიც მათ ენერგეტიკას გაამყარებს. მაგრამ უმჯობესია ამ მცენარესთან სიახლოვეში ყოფნა შეიზღუდოს, ზაფხულში დადგით აივანზე.

მორიელი

მორიელისთვის კარგი გარემოა იქ, სადაც ცაცხვი ხარობს. იგი ნეგატიურ აზრებს აცილებს და თქვენს ოჯახს უფრო ამყარებს.

მშვილდოსანი

თელა მშვილდოსნის საუკეთესო მეგობარია. ეს გახლავთ ცოდნის სიმბოლო, ამიტომ დიდ წარმატებას მოგიტანთ, მითუმეტეს, თუ ამჟამად სწავლობთ.

თხის რქა

თხის რქებს ასტროლოგები წარმატების ასამაღლებლად ჭინჭარს ურჩევენ. ეს მცენარე დაგეხმარებათ, თქვენი რესუსრსები მაქსიმალურად გამოიყენოთ გარკვეული მიზნების მისაღწევად.

მერწყული


მერწყულებს ახლობლების მხარდაჭერა სჭირდებათ. სტაბილურობა - აი რისი მოცემა შუძლია მათთვის მჟაველას. იგი ორპირობისგან და შესაძლო საშიშროებისგან დაგიცავთ.

თევზები


ორქიდეა არის თქვენი ყვავილი. იგი დაგეხმარებათ სასიყვარულო ურთიერთობების გამყარებაში და ახალი ნიჭის გამოვლენაში. მოგაცილებთ ქაოსს, თუ ამას თავად მოისურვებთ.