სამკურნალოდ საშუალებები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ თუ დერმატიტით იტანჯებით!

სამკურნალოდ საშუალებები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ თუ დერმატიტით იტანჯებით!
დერმატიტი კანის ანთებითი პროცესია . დერმატიტი ხასიათდება სიწითლით, შეშუპებულობით, შესიებითა და კანის მომატებული ტემპერატურით, რასაც თან ახლავს სიცხის შეგრძნება, წვა და ქავილი. შეწითლებულ კანზე შეიძლება გამოჩნდეს შემდგომში სხვადასხვა სიდიდის ბუშტულები, გავსებული გამჭვირვალე შიგთავსით.
ზოგჯერ კანის დერმატიტი წარმოიქმნება ჭინჭართან, ფურისულთან, ძირთეთრასთან და სხვა მცენარეებთან შეხებით.

დერმატიტის სამკურნალოდ გამოვიყენებთ შემდეგ საშუალებებს:

ალოე. თავის გახანგრძლივებულ რენტგენოდერმატიტის დროს რეკომედებულია ალოეს ახალი ფოთლების დაფენა ან მისი წვენის წასმა დაზიაებულ ადგილებზე. დადგენილია, რომ პირველსავე დღეებში ქრება ტკივილი, ხოლო 5 კვირის შემდეგ ხდება ქსოვილების სრული რეგენერაცია დაავადებულ ნაწილზე. შეინიშნება აგრეთვე თმის მგრძნობელობის, პიგმენტაციისა და ზრდის აღდგენა ამ ადგილებში.

ნიღაბი ღორის გადამდნარი ქონისგან. ანთების მოსახსნელად და აგრეთვე მშრალი კანის კვებისათვის, რეკომენდებულია კანის შეზელა უმარილო გადამდნარი ღორის ცხიმისაგან. 20 წუთის შემდეგ ცხიმი ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, ხოლო შემდეგ ცივი წყლით.

გთავაზობთ ძალზე მარტივ რეცეპტს ალერგიული დერმატიტის სამკურნალოდ:
გააცხელეთ წყალი, ჩაასხით ტაშტში, ჩაყარეთ მასში სუფრის მარილი ( რაც მეტი იქნება მით უკეთესი ) და კარგად მოურიეთ. წყალი ვიდრე ძალიან ცხელია, სწრაფად ჩაყავით და სწრაფადვე ამოყავით ხელები. ასე მოიქეცით, სანამ გაუძლებთ. შემდეგ გააჩერეთ ხელები, ვიდრე წყალი არ გაგრილდება. ასე გააკეთეთ დღე - ღამეში არანაკლებ 3 – 4- ჯერ. გწამდეთ, რომ ამ პროცედურის შემდეგ ალერგიული დერმატიტი აღარ შეგაწუხებთ. როცა დერმატიტი გაგიქრებათ, შეგიძლიათ დროდადრო პროფილაქტიკისთვის გამოიყენოთ უკვე ცივი მარილიანი წყალი.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური