მრავალჯერ ნაცადი და უსწრაფესი ეფექტის მქონე რეცეპტი, დამწვრობის სამკურნალოდ !

მრავალჯერ ნაცადი და უსწრაფესი ეფექტის მქონე რეცეპტი, დამწვრობის სამკურნალოდ !
რეცეპტის ეფექტურობა , რომელსაც შემოგთავაზებთ, ბევრჯერ არის ნაცადი და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ სწრაფად გამოიყენებთ მას დამწვრობის მიღებისას. რასაკვირველია, ჩვენ არ ვგულისხმობთ ისეთ დამწვრობას, რომელის დამღუპველია; მაგრამ საყოფაცხოვრებო ძლიერ დამწვრობას კი ამ რეცეპტით განიკურნავთ ერთი დღე - ღამის განმავლობაში. რეკომენდაცია კი თავისი არსით მარტივია:

დაგჭირდებათ:
  • 1 ლ მაწონი ( ან კეფირი )
  • 2 ს/კ საჭმელი სოდა

მომზადების და გამოყენების წესი:
კარგად აურიეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში. დაიდეთ დამწვრობაზე ეს ნარევი, დააფიქსირეთ სახვევის დახმარებით ეს ნარევი დამწვრობაზე სრულ განკურნებამდე.

დაწვრობის სწრაფი განკურნება შეგიძლიათ აგრეთვე საპონას სპირტიანი ნაყენით. ( უბრალო სპირტივ დაგეხმარებათ, მაგრამ საპონასი უფრო ეფექტურია ).
გამოყენების წესი:
გაჟღინთეთ ნაყენით ბამბის ტამპონები და სწრაფად მოათავსეთ დამწვრობის ყველა ადგილზე. შემდეგ, სპირტის აორთქლებისთანავე კვლავ დაასველეთ ბამბა, დაადეთ დამწვრობებზე და ასე გააგრძელეთ ნახევარი საათის განმავლობაში. მეორე დილას დამწვრობის ადგილას არ დაგრჩებათ კანის სიწითლეც კი. ასე რომ, ყველას გირჩევთ ოჯახში იქონიოთ საპონას სპირტიანი ნაყენი ან სამედიცინო სპირტი მაინც.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური